ხვიჩას შოუ, ფლამარიონის დუბლი, ზურიკოს დებიუტი, რადინის სუპერგოლი - ბათუმის "დინამომ" ლიდერობა დაიბრუნა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ეროვნული ლიგის მე-8 ტურში ბათუმის „დინამომ“ საკუთარ მოედანზე „გაგრა“, „საბურთალომ“ კი „ლოკომოტივი“ დაამარცხა.

ბათუმში მატჩი მართლაც ლამაზი სანახავი გამოდგა: ჯერ კვარაცხელიას დრიბლინგისა და საჯარიმოში ჩაწოდების შემდეგ ფლამარიონმა ანგარიში გახსნა. შემდეგ კვარაცხელიამ თავად გაიტანა. ეს ეროვნულ ლიგაში დაბრუნების შემდეგ მისი პირველი გოლია. თუმცა „გაგრა“ არ დანებდა და შონიამ თავისი ყოფილი გუნდის კარი დალაშქრა. 27-ე წუთზე კვარაცხელიამ საჯარიმოს გარედან საოცარი გოლი გაიტანა და ანგარიში 3:1 გახდა.

მეორე ტაიმი სტუმრებმა აქტიურად დაიწყეს, ორი მომენტი ვერ გამოიყენეს, გოლი კი მასპინძლებმა გაიტანეს - დუბლი ფლამარიონმა
შეასრულა. 64-ე წუთზე შეცვლაზე დავითაშვილი შევიდა და აჭარულ გუნდში მისი დებიუტი შედგა. შეცვლაზე შესულმა "გაგრას" შემტევმა ბუხაიძემ მე-80 წუთზე ანგარიში შეამცირა, 86-ე წუთზე კი ასევე შეცვლაზე შესულმა რადინმა წარმოუდგენელი სილამაზის გოლი გაუტანა ქურდაძეს.

ბათუმის „დინამომ“ ლიდერობა დაიბრუნა და 23 აპრილს ქუთაისში „ტორპედოს“ დაუპირისპირდება, ხოლო 8 ქულით მე-8 პოზიციაზე მყოფი „გაგრა“ თბილისის „დინამოს“ შეხვდება.

ბათუმი.“აჭარაბეთ არენა“
დინამო (ბთ) - გაგრა 5:2
გოლები: 1:0 ფლამარიონი (4), 2:0 კვარაცხელია (7), 2:1 შონია (11), 3:1 კვარაცხელია (27), 4:2 ბუხაიძე (80), 5:2 რადინი (86)

დინამო (ბთ) (4-2-3-1): ალავიძე, ჩაბრაძე, კობახიძე (კ), აზაცკი, აზაროვი, ფალავანდიშვილი (რადინი 72), ალთუნაშვილი (ტეიდი 64), მამუჩაშვილი, ბიძინაშვილი (დავითაშვილი 64), კვარაცხელია (ლობჯანიძე 72), ფლამარიონი (ზარია 82)

გაგრა (4-2-3-1): ქურდაძე, ქობულაძე, კვირკველია, ნოზაძე, ხოსიტაშვილი (კ), სულთანიშვილი (ბუხაიძე 73), შეწირული, კვირკვია (ფარულავა 73), შონია (ვეკუა 58), ხაბელაშვილი (ჩოგაძე 58), ვაწაძე

დღესვე „საბურთალომ“ „ლოკომოტივს“ სძლია და მეოთხე ადგილზე დამკვიდრდა.

თბილისი. „მიხეილ მესხი“
საბურთალო - ლოკომოტივი 3:1
გოლები: 1:0 ანდრონიკაშვილი (5, საკ. კარში), 2:0 სიხარულიძე (61), 2:1 დარცმელია (68), 3:1 სიხარულიძე (90+5)
გაძევება: აწყურელი (84, ლოკომოტივი)
გამოუყენებელი პენალტი: ტაბატაძე (85, საბურთალო)

მკითხველის კომენტარები / 20 /
ბრავო ორივე გუნდს! მეტი ასეთი თამაში საქართველოს ჩემპიონატს!
0
ალთუნაშვილს გავიძახით დიდი ხანია..
იმედია სანიოლი ესწრებოდა თამაშს ან ჩანაწერს მაინც ნახავს დინამოს თამაშების..
ჯაბამ სანაკრებო კარიერა დაამთავრა მიუხედავად ამისა არამგონია აბურჯანიაზე და მექვაბიშვილზე რამით ნაკლები იყოს პირიქით უფრო მოძრავია მოედანს კარგად ხედავს და კარგი მეპასეა..
შავი კაცი
16:53 19-04-2022
0

სიახლეები პოპულარული