კვარაცხელია და ჯოვინო პირველივე ტაიმში შეცვალეს, ბათუმის "დინამო" მარცხს გადაურჩა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ეროვნულ ლიგაში მეორე წრე დაიწყო. ბოლნისის "სიონმა" ჩემპიონატის ლიდერსა და ბოლო დროს სერიოზულად გაძლიერებულ ბათუმის "დინამოს" უმასპინძლა.

ხვიჩა კვარაცხელიასთან ერთად, სასტარტოში ზურიკო დავითაშვილიც გამოჩნდა, საქართველოს ნაკრების ნახევარმცელები, ლადო მამუჩაშვილი და სანდრო ალთუნაშვილი კი, სათადარიგოთა სკამზე აღმოჩნდნენ.

მოლოდინისამებრ, შეხვედრა სტუმართა აქტიურობით დაიწყო. პირველივე წუთებში კვარაცხელიას წაქცევისთვის ბათუმელები პენალტს ითხოვდნენ. გია გეგუჩაძის ფეხბურთელები უპირატესობას ფლობდნენ. მეტოქის კარის აღების ყველაზე კარგი შანსი ჯოვინოს ჰქონდა, თუმცა ძელიდან ასხლეტილ ბურთს თავი კარგად ვერ დაუხვედრა და რეალური მომენტი გაანიავა.

მინდვრის საფარი იდეალურისგან შორს იყო. ბოლნისელი მცველები
მოწინააღმდეგის შემტევებს თამაშგარე მდგომარეობაში საკმაოდ ხშირად დატოვებას ახერხებდნენ და თამაშის წესების დარღვევასაც არ ერიდებოდნენ.

33-ე წუთზე ფლამარიონი მეტოქის საჯარომოსთან ახლოს წააქციეს. სტარდარტული მდგომარეობიდან ხვიჩამ დაარტყა, თუმცა ბურთი ცოცხალ კედელში მდგარ ფეხბურთელს მოხვდა. ბათუმელთა ბრაზილიელმა ფორვარდმა, რომელიც მიმდინარე სეზონში 9 გოლის ავტორია, შეხვედრის გაგრძელება ვერ შეძლო და მოედანზე თორნიკე გაფრინდაშვილი შევიდა.

მალევე, ტაიმის ბოლოს, მოედნიდან ხვიჩა კვარაცხელიაც გავიდა და მის ნაცვლად გიორგი ფანცულაია ვიხილეთ. ამის მიზეზი შეხვედრის შემდეგ უნდა გავიგოთ.

43-ე წუთზე ბათუმელებმა მაინც გაიტანეს - დავითაშვილის პასის შემდეგ ირაკლი ბიძინაშვილმა შთამბეჭდავად იმოქმედა და ისიანის კარი დალაშქრა.

მეორე ნახევარში ბათუმელები გაპასიურდნენ, ბურთი დათმეს, ბოლსისელებმა კი სახიფათო მომენტებს მოუმატეს, თუმცა ამას შედეგი არ მოჰყვებოდა. ერთ ეპიზოდში "დინამოს" ფლანგელ აზაროვის თვალისმომჭრელი თამაში ვნახეთ.

მასპინძლებმა მაინც გაათანაბრეს - 82-ე წუთზე თომა ტაბატაძემ ლაზარე კუპატაძეს გაუტანა. სტუმრებმა შეცდომებს უმატეს, ბოლნისელებს კი გამარჯვებაც შეეძლოთ.

29.11.22. ბოლნისი."თამაზ სტეფანია"

"სიონი" - ბათუმის "დინამო" 1:1

გოლები: 0:1 ბიძინაშვილი (44), 1:1 თ. ტაბატაძე (82)

მომდევნო ტურში, 3 მაისს, ბათუმელები თბილისის "დინამოს", ბოლნისელები კი "თელავს" ესტუმრებიან.

ტურის სხვა მატჩები:

29.04.22. წყალტუბო. "26 მაისი"

"სამგურალი" - "საბურთალო" 3:0

გოლები: დოლიძე (75), ჩიხლაძე (86), ქურდაძე (86)

გამოუყენებელი პენალტი: სიხარულიძე (6, "საბურთალო", მეკარე შოვნაძე)

29.04.22 თბილისი. "დინამო არენა"

"გაგრა" - "დილა" 1:0

გოლი: კვირკვია (68)

altხვიჩა საყოველთაო ყურადღების ქვეშ და ქართული კლასიკო - ეროვნული ლიგა

altფლამარიონის დუბლი, კვარაცხელიას გოლი და ბათუმელთა ზედიზედ მეხუთე გამარჯვება [VIDEO]

alt"დილამ" გაიმარჯვა და მეორეა - თბილისის "დინამო" ფრეს დასჯერდა [VIDEO]

altარაბიძის, არველაძისა და მჭედლიძის უშედეგო მცდელობები - წარმატებული ხორხელები [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 31 /
ხალხი ერთმანეთის მიმართ რა აგრესიულად არის განწყობილი და რა გასაკვირია ხვიჩას მიმართ იყოს. რამდენს აღიზიანებს მისი ყოფნა. რომ დავწერ სადმე, ფრთხილად ეთამაშეთთქო დამცინიან, წითელი ხალიჩაც ხომ არ დავუგოთო, ეგეც არ მყავდეს მესიო და ასე შემდეგ...
პირდაპირ თავმოყვარეობაზე ურტყამს ქართველ კაცს მეორე წარმატებული ქართველი. კომპლექსებში იხრჩობა...
უკვე მერამდემე დაწერა, რომ თავში აქვს ავარდნილი ხვიჩას. რომ უყურებენ, ეგრევე უნდათ წამოიძახონ, თავი ვინმეზე მეტი ხო არ გგონია ბიჭო? :)
ეს სულ კომპლექსების გამოძახილია. და რომ ეგონოს სხვაზე მეტი თავი რა მერე? თქვენც გეგონოთ, ყველას აქვს უფლება თავი ეგონოს ის, რაც უნდა!
მე რაში მაინტერესებს ვინმეს თავი რა ჰგონია, მე ფეხბურთი მიყვარა და ლამაზი თამაშის გამო ვუყურებ ამ სპორტს.
ძალიან თავმდაბალი ბიჭია და კარგი ადამიანია, რატომ გინდათ საკუთარი კომპლექსები მოახვიოთ და მართლა აგრესიულად განაწყოთ არ მესმის!
არცერთმა გამორჩეულმა ადამიანმა არ გაიხარა ამ ქვეყანაში მსგავსი დამოკიდებულების გამო!
Skeleton
14:34 30-04-2022
0
რა იყო რას დამესიეთ მე რომ მინდა ხვიჩას წარმატება ისე ბევრს უნდოდეს.. ის კი არ ვთქვი უნდა ურტყან მეთქი და განზრახულად უხეშად ეთამაშონ. უბრალოდ იმ დონის ფეხბურთელია აუცილებლად ექნება ეგ სიტოაცია ისე ვერ გააჩერებენ. არ გეწყინოთ და დილაობით პიტნის ჩაი დალიეთ ნერვებს აწყნარებს
აკო
11:27 30-04-2022
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული