"პროტესტი იქამდე გაგრძელდება სანამ ცეცაძე გუნდს არ დატოვებს" - "ტორპედოს" ფან-კლუბი "ჯუნგლები" განცხადებას ავრცელებს

AutoSharing Option
ეროვნული ლიგის მე-10 ტურის შეხვედრა ქუთაისის "ტორპედოსა" და თბილისის "დინამოს" შორის ჩხუბის გამო ვერ დასრულდა. აღნიშნულ ინციდენტს სადისციპლინო კომიტეტი განიხილავს და უახლოეს მომავალში გადაწყვეტილებას გამოაცხადებს.

მატჩს ტრიბუნიდან თვალს არ ადევნებდა მასპინძელთა ფან-კლუბი "ჯუნგლები", რომელიც სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში წერია, რომ ისინი სტადიონზე მანამდე არ მივლენ, ვიდრე გუნდის მთავარი მწვრთნელი გია ცეცაძე თანამდეობას არ დატოვებს.

"ბევრი კითხულობს თუ რატო არ არიან "ჯუნგლები" დღევანდელ შეხვედრაზე. ჩვენი მოთხოვნა მთავარი მწვრთნელის გია ცეცაძის თანამდებობიდან გათავისუფლებაა და პროტესტი იქამდე გაგრძელდება სანამ ცეცაძე გუნდს არ
დატოვებს!!! ეს გუნდი სულ იყო არის და იქნება ხალხის და ხალხის აზრს თუ პატივს არ ცემთ არც ჩვენ გცემთ პატივს!!!", - წერია განცხადებაში.

altჩხუბი, ტრიბუნებიდან საგნების სროლა, მაყურებლების მოედანზე შევარდნა - "ტორპედოსა" და თბილისის "დინამოს" მატჩი ჩაიშალა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 50 /
მწვრთნელი შეიძლება არ მოგწონდეს და პროტესტი გამოხატო, უსტვინო, იყვირო და ა.შ. მაგრამ მოწინააღმდეგის ფეხბურთელებმა რა დააშავეს, ან მოედანზე ხალხის გადასვლა რა საქციელია? არაა სწორი ეგრე მოქცევა, არასპორტული და არაკაცურია
გია
13:18 30-04-2022
1
ძვირფასო თანამემულეებო მინდა გითხრათ რომ ძალიან ჩამოვრჩებით თანამედროვე სტანდარტებს,ბათუმშიც საშინელებები ხდება ხალხი ყოველთვის ბოლო მომენტში მიდის სტადიონზე სულ რიგებია ზოგი მოაჯირებიდან ახტებიან და ასე შემდეგ.გუშინდელ თამაშს რაც შეეხება ვუყურე თამაშს და ძალიან მომეწონა თამაში და ქუთაისის ტორპედო,რა გინდათ რას ერთით ამ კაცს აცალეთ სრულყოფილი სეზონი კაცს და მერე იყვირეთ თუ გინდათ რომ გააქციოთ კერესელიძე გუნდიდან?და მერე თქვენ უსპონსორებთ გუნდს?კაცმა მოიყვანა მჭედლიძე პაპუნაშვილი და არაბიძე როდის გყავდათ ბოლოს ასეთი ფეხბურთელები?გუნდი ცდილობს იბრძვის გუნდი ერთ დღეში არ შენდება.გეგუჩაძეს გაშვებასაც ითხოვდა უმეტესობა ბათუმში მაგრამ დატოვეს და მოიგეს კიდევაც.ყველას დიდი მადლობა და წარმატებები გაუფრთხილებლადეთ ერთმანეთს.
მინდია ბათუმიდან
13:18 30-04-2022
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული