"დინამოზე" დაბრუნებული გულშემატკივარი, კარგი თამაში და ზღვა ემოციები მატჩში, რომელსაც მხოლოდ გოლები დააკლდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ეროვნული ლიგის მე-11 ტურში ორი მატჩი გაიმართა და ორივე ძალიან დაძაბული და საინტერესო გამოვიდა.

ცენტრალური მატჩი თბილისში ჩატარდა - თბილისის „დინამო“ ბათუმის „დინამოს" დაუზავდა - 0:0.

ამ შეხვედრის მოლოდინი დიდი იყო. Tuttonapoli წერდა, რომ კვარაცხელია დიდ მატჩში მიიღებდა მონაწილეობას. თამაშის პირდაპირი ტელერეპორტაჟი „სეტანტამ“ უკრაინაში განახორციელა. პირველ რიგში, სასიხარულო ისაა, რომ ეროვნული ლიგის მატჩზე „დინამოს“ სტადიონზე 20 ათასზე მეტი მაყურებელი მივიდა და ყველა მასპინძელთა გუნდის აქტიურმა თამაშმა სასიამოვნოდ გააკვირვა. გაბედავას გოლი თამაშგარეს გამო არ ჩაუთვალეს, კამარასა და მალის დარტყმული ბურთები კი
ძელს
მოხვდა. შუა პირველ ტაიმში თამაში გათანაბრდა, სტუმრებმა შეუტიეს და 35-ე წუთზე კვარაცხელიას, რომელსაც ყურადღებით მეურვეობდნენ, გატანა პრიეტომ არ დაანება.

მეორე ტაიმი აჭარულმა გუნდმა აქტიურად დაიწყო, მარჯვენა ფრთიდან მამუჩაშვილმა ჩააწოდა, დავითაშვილმა მცველს დაასწრო და ბურთი ხარიხას გაარტყა. შემდეგ ხვიჩა ხვადაგიანს გაექცა და ისევ მეკარემ არ გაახსნევინა ანგარიში. ესპანელმა მერე კიდევ ორი სეივი განახორციელა და ორივე გუნდიდან ერთ-ერთი საუკეთესო იყო. ბოლოს მომენტები გაფრინდაშვილმა და ტეიდმა ვერ გამოიყენეს. საბოლოოდ ფრე დაფიქსირდა და ბათუმელებმა დედაქალაქელებთან ხუთქულიანი უპირატესობა შეინარჩუნეს.

თბილისი. „დინამო არენა“
დინამო (თბ) - დინამო (ბთ) 0:0

დინამო (თბ) (3-4-3): პრიეტო, ხვადაგიანი, ბენიო, კალანდაძე, მალი (სტეფენი 83), ლომინაძე (მოისწრაფიშვილი 67), ოსიყმაშვილი, ხარაბაძე (კ), ბარნსი (კირკიტაძე 67), გაბედავა (ბილენკი 83), კამარა

დინამო (ბთ) (4-1-2-3): კუპატაძე, აზაროვი, რეხვიაშვილი, კობახიძე (კ), ჩაბრაძე, ტეიდი, ალთუნაშვილი (ბიძინაშვილი 86), რადინი (ფალავანდიშვილი 86), კვარაცხელია (ჯიღაური 90+2), დავითაშვილი (ფანცულაია 74), მამუჩაშვილი (გაფრინდაშვილი 90+2)

„დილამ“ სახლში „ტორპედოს“ 2:0 სძლია და ლიდერ ბათუმის "დინამოსთან" ჩამორჩენა 2 ქულამდე შეამცირა.

გორი. „თენგიზ ბურჯანაძე“
დილა - ტორპედო 2:0
გოლები: 1:0 გონსალვესი (11), 2:0 მაქაცარია (90+4)

მკითხველის კომენტარები / 28 /
თურმე შეიძლება რომ ორმა გუნდმა ძალზე პრინციპულ მატჩში,ბოლომდე უშეღავათოდ იბრძოლოს კიდეც და არც საზღვრებს გადასცდეს.მშვენიერი თამაში გამოვიდა და გულშემატკივრებმაც გაგვილამაზეს თამაში.გავიგე უკრაინაში გადაუციათ ეს მატჩი და თავი არ შევირცხვინეთ,მატჩის ბოლოდე.თამაშის დამთავრების შემდეგ ბავშვების მოედანზე გადასვლა,რა თქმა უნდა არასასურველი იყო,მაგრამ მეორე მხრივ,ძალიან სასიამოვნო.თუმცა სამომავლოდ,ბავშვებს რომ ვუშვებთ,ალბათ მათ ისიც უნდა ავუხსნათ,რომ ამის გაკეთება დაუშვებელია,რა კეთილშობილური მიზანიც არ უნდა გამოძრავებდეს.20 000 კაცი დინამოს სტადიონისათვის მაინც ცოტაა,მაგრამ ამანაც კი,მაინც როგორ გაალამაზა ფეხბურთი.
სოსო
04 მაისი 2022 13:46
0
ერთმანეთს ხვდებოდნენ "დინამო აფრიკა და დინამო ბათუმი". დინამო თბილისში შემოსევაა აფრიკელების, ქართველები დაგველია?
რაც არ მომწონს, არ მომწონს!
04 მაისი 2022 12:34
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული