ლიდერებს შორის სხვაობა 2 ქულაა და გამარჯვების შემთხვევაში, გორელებს პირველ ადგილზე გადასვლა შეუძლიათ. პირველ წრეში, "დილამ" (2:1) მოგება მშვენიერ მატჩში მოახერხა, წინა 2 დაპირისპირება კი ფრედ დასრულდა. ასე რომ, ბათუმელებს ანდრეი დემჩენკოს გუნდთან საკმაოდ უჭირთ.
თუკი გია გეგუჩაძის ბიჭებს პირველ ტაიმში ყველაზე მეტი გააქვთ, გორელებს მსგავსი საუკეთესო მაშვენებელი მეორე 45 წუთში აქვთ. საინტერესოა, რამდენად გაგრძელდება ეს სტატისტიკა...
გასულ ტურში, ხვიჩა კვარაცხელიას თბილისის
ტრავმის შემდეგ, გეგუჩაძის გუნდს ბრაზილიელი ჯოვინო ფლამარიონი (9 გოლი, 2 საგოლე პასი) უბრუნდება. საინტერესოა, გაუტანს თუ არა ყოფილ გუნდს ირაკლი ბიძინაშვილი, რომელიც ბათუმელთა რიგებში 5 გოლის ავტორია.
ბათუმის არენაზე, რომელიც ზუსტად 1 წლის წინ გაიხსნა, შეხვედრა 21:00 საათზე დაიწყება და სტადიონზე ანშლაგს ველით.
ტურის სხვა შეხვედრები:
8.05.
16:00 "სიონი" - "დინამო" (თბ);
19:00 "ტორპედო" - "საბურთალო" (უმაყურებლოდ);
9.05.
16:30 "სამგურალი" - "თელავი";
21:00 "გაგრა" - "ლოკომოტივი"
რაც შეეხება დღეს გატანას, ეგ არაა მნიშვნელოვანი, მთავარია როგორ ითამაშებს და მაგის გარდა გუნდში არიან გამტანები კიდევ. მეტი რა უნდა ქნას რომ ამ ხალხს პირი ამოეკეროს საკუდამოდ არვიცი. ამხნის კაცები ზიან და თურმე ვერ თამაშობს კვარაცხელია და რუსეთში უკეთ თამაშობდა. რაუნდა იტალიაში და ასე შემდეგ.
ქართველისნაირი ბოღმა გულშემატკივარი არ მეგულება არსად.
ბოლოს ტორპედოსთან გაიტანა ულამაზესი გოლი და მაშინ ყიჟინებდნენ რა მაგრად თამაშობსო, მერე ბოლნისთან დალეწეს და თბილისთან კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა მისი თამაში. კრიტიკას საფუძელი მიეცით თორე უკვე სასაცილოები ჩანხართ!
გაგრასთან რომ გაიტანა დუბლი მაშინ წერდნენ გაგრას თუ გაუტანა დიდი ამბავიო, თუ ვერ გაიტანდა, გაგრას ვერ გაუტანა და სხვას როგორ გაუტანსო :))
კააარგით რაა!