ხვიჩასა და ბათუმელთა მორიგი საფეხბურთო ზეიმი ვერ ვიხილეთ [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ეროვნული ლიგის მე-13 ტურში "საბურთალომ" და ბათუმის "დინამომ" ქულები გაიყვეს - 0:0

მიხეილ მესხის სახელობის არენის რეკონსტრუქციის გამო მატჩი რუსთავის ტექნიკურ ცენტრში გაიმართა, რომელსაც ძნელია სტადიონი უწოდო. სტუმართა გუნდის სასტარტოში არ იყვნენ კვარაცხელია და დავითაშვილი. თან უსაფრთხოების მიზნით მაყურებელთა რაოდენობა შეზღუდული იყო. ყველაფერმა ამან შეხვედრას ხიბლი დაუკარგა.

თამაში თვალსასეირო ვერ გამოდგა, ტემპი დაბალი იყო. 53-ე წუთზე აჭარული გუნდის მწვრთნელმა გეგუჩაძემ შეცვლაზე კვარაცხელია და დავითაშვილი შეუშვა, მომენტები კი პირობითმა მასპინძლებმა შექმნეს, მაგრამ გულიაშვილსა და სიხარულიძეს გატანა მეკარე კუპატაძემ არ დაანება. ბოლოს
ორივე
გუნდის კარში შეიძლებოდა პენალტის დანიშვნა, თუმცა მსაჯმა მიიჩნია, რომ წესების დარღვევას ადგილი არ ჰქონია. ეგ იყო და ეგ.

რუსთავი. “ტექნიკური ცენტრი“
საბურთალო - დინამო (ბთ) 0:0

საბურთალო (4-2-3-1): მეგრელიშვილი, გოჩოლეიშვილი, ჩადუნელი, ჯგერენაია, ტაბატაძე (კ), შ.ნონიკაშვილი (ო. მამაგეიშვილი 76), ქარდავა, გულიაშვილი, ლ. ნონიკაშვილი (გ. მამაგეიშვილი 90+2), შინდაგორიძე (ქავთარაძე 58), სიხარულიძე

დინამო (ბთ): (4-4-2): კუპატაძე, აზაროვი, რეხვიაშვილი, კობახიძე (კ), ჩაბრაძე, ჯიღაური, ფალავანდიშვილი, ალთუნაშვილი (ზარია 84), მამუჩაშვილი (კვარაცხელია 53), ლობჯანიძე (დავითაშვილი 53), ფლამარიონი (ფანცულაია 73)

მკითხველის კომენტარები / 10 /
კაჭკაჭი რო ნეხვზე ზის და ბოლო არ რამეს არისო ეგრე მოგვდის რა ძვლივს ხალხი დადის სტადიონზე და პაკაზიუობა ვერ ვხვდები მოკლედ მსოფლიო ჩემპიონები ვართ სიტყვების მოგონებაში
გიორგი
13 მაისი 2022 21:50
0
უღიმღამო თამაში იყო. რაც სტადიონი ის თამაში. მოკლედ სულ ბათუმში უნდა იყოს თამაშები რომ ზეიმი და ფეხბურთი ვმახოთ.
G.LA
13 მაისი 2022 15:17
0
ვულოცავ ფეხბურთის ფედერაციას და მთავრობას! შემდეგი ტური კუკიის სასაფლაოზე ჩავატაროთ და უფრო ადვილად მივაღწევთ მიზანს.
კოკო
13 მაისი 2022 07:33
1
არც ბოლნისის მოედანი იყო კარგი, არც რესთავის და რა ვქნათ? სად ჩავატაროთ თამაშები, მსაჯებიც ვერ! ეს საქართველოა! თავისი ლიმუტირებული მაყურებლუთ, საეჭვო მსაჯობით და უხარისხო მოედნებით. აბა ომი გინდათ?!
რეზო
12 მაისი 2022 21:44
8
გინდოდათ მაყურებლის გარეშე? გილოცავთ თქვენ ამას იმაღწიეთ! აქამდე ხომ არც არავინ მოდიოდა და ახლა კარგად მეყოლეთ სუულ.
გეგი
12 მაისი 2022 21:37
2
ეს სუძია ნახე რაა ))) არბიტრს რო ვერ დაარქმევ ის ამბავია ))) ყვითელი მაინც არ მიეცა და დაცინვაა
bejo
12 მაისი 2022 19:45
2
რას გავდა ეს კოლხოზი)))
რად გვინდა ასეთი ფეხბურთი თუ მაყურებლები ზოოპარკის ცხოველებივით უყურებენ..
ჯონი
12 მაისი 2022 19:40
2
ძალაიანაც რომ მოენდომებინათ ასეთ გარემოში ზეიმი ვერ იქნებოდა :))
Herbst
12 მაისი 2022 19:18
1
საშინელი მოედანი კორპუსების წინ და საშინელი თამაში, ასევე მაყურებლის გარეშე.
თავიდანვე უნდა დაეყენებინა კვარა და ზურიკო
!!
12 მაისი 2022 19:17
2
საბურთალო და ბათუმი ტექნიკურ ფეხბურთს თამაშობს და ბურთი უვარდებოდათ ფეხბურთელებს, ესეთ მოედანზე თამაში რამდენად ღირს? ეს მსაჯი კი... ძალიან ნელა ვნახე გამეორება და საბურთალოს პენალტი არ იყო ზურაბიშვილი არ შეხებია, აი ბათუმს კი სუფთა პენალტი არ მისცა და ყველაზე სასაცილოა აქეთ რომ მისცა ყვითელი ბარათი. მაგ მოედანზე საბურთალო იწვალებს და ბევრ ქულას დაკარგავს ეს ცუდია, კარგი გუნდია.
zaza
12 მაისი 2022 19:07
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული