ხვიჩასა და ბათუმელთა მორიგი საფეხბურთო ზეიმი ვერ ვიხილეთ [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ეროვნული ლიგის მე-13 ტურში "საბურთალომ" და ბათუმის "დინამომ" ქულები გაიყვეს - 0:0

მიხეილ მესხის სახელობის არენის რეკონსტრუქციის გამო მატჩი რუსთავის ტექნიკურ ცენტრში გაიმართა, რომელსაც ძნელია სტადიონი უწოდო. სტუმართა გუნდის სასტარტოში არ იყვნენ კვარაცხელია და დავითაშვილი. თან უსაფრთხოების მიზნით მაყურებელთა რაოდენობა შეზღუდული იყო. ყველაფერმა ამან შეხვედრას ხიბლი დაუკარგა.

თამაში თვალსასეირო ვერ გამოდგა, ტემპი დაბალი იყო. 53-ე წუთზე აჭარული გუნდის მწვრთნელმა გეგუჩაძემ შეცვლაზე კვარაცხელია და დავითაშვილი შეუშვა, მომენტები კი პირობითმა მასპინძლებმა შექმნეს, მაგრამ გულიაშვილსა და სიხარულიძეს გატანა მეკარე კუპატაძემ არ დაანება. ბოლოს
ორივე
გუნდის კარში შეიძლებოდა პენალტის დანიშვნა, თუმცა მსაჯმა მიიჩნია, რომ წესების დარღვევას ადგილი არ ჰქონია. ეგ იყო და ეგ.

რუსთავი. “ტექნიკური ცენტრი“
საბურთალო - დინამო (ბთ) 0:0

საბურთალო (4-2-3-1): მეგრელიშვილი, გოჩოლეიშვილი, ჩადუნელი, ჯგერენაია, ტაბატაძე (კ), შ.ნონიკაშვილი (ო. მამაგეიშვილი 76), ქარდავა, გულიაშვილი, ლ. ნონიკაშვილი (გ. მამაგეიშვილი 90+2), შინდაგორიძე (ქავთარაძე 58), სიხარულიძე

დინამო (ბთ): (4-4-2): კუპატაძე, აზაროვი, რეხვიაშვილი, კობახიძე (კ), ჩაბრაძე, ჯიღაური, ფალავანდიშვილი, ალთუნაშვილი (ზარია 84), მამუჩაშვილი (კვარაცხელია 53), ლობჯანიძე (დავითაშვილი 53), ფლამარიონი (ფანცულაია 73)

მკითხველის კომენტარები / 10 /
არც ბოლნისის მოედანი იყო კარგი, არც რესთავის და რა ვქნათ? სად ჩავატაროთ თამაშები, მსაჯებიც ვერ! ეს საქართველოა! თავისი ლიმუტირებული მაყურებლუთ, საეჭვო მსაჯობით და უხარისხო მოედნებით. აბა ომი გინდათ?!
რეზო
21:44 12-05-2022
8
ძალაიანაც რომ მოენდომებინათ ასეთ გარემოში ზეიმი ვერ იქნებოდა :))
Herbst
19:18 12-05-2022
1

სიახლეები პოპულარული