თბილისის "დინამომ" "დილა" დაამარცხა და სტუმრად ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ეროვნული ლიგის მე-13 ტურში თბილისის „დინამომ“ გასვლაზე „დილა“ 1:0 დაამარცხა.

მატჩი ლამაზი სანახავი გახლდათ. პირველი ტაიმი სტუმრებმა უკეთ ჩაატარეს და კამარამ დააწინაურა კიდეც, რომელმაც ყოფილი გუნდის კარში გატანილი გოლი არ აღნიშნა. აუცილებლად ხაზგასასმელია ოსიყმაშვილის კარგი მოქმედება და საგოლე პასი. 39-ე წუთზე „დინამოს“ თავდამსხმელ ბილენკის დარტყმული მეკარე კანევცევმა მოიგერია, შემდეგ კი ბურთი ცარიელი კარიდან ნონდიმ გამოიტანა, ხოლო შესვენებაზე გასვლის წინ გორელებმა კარგი შანსი ვერ გამოიყენეს.

მეორე ტაიმში მასპინძლები უპირატესობას დაეუფლნენ, მაგრამ დედაქალაქელები თავს უნარიანად იცავდნენ და გასვლაზე ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვეს.

თბილისის "დინამო" 25 ქულით მეორე ადგილზეა, ლიდერ ბათუმის "დინამოს" 3 ქულით ჩამორჩება და 16 მაისს "საბურთალოს" შეხვდება, ხოლო 22 ქულით მეოთხე პოზიციაზე მყოფი "დილა" 17 მაისს ბოლნისში "სიონს" დაუპირისპირდება.

გორი. „თენგიზ ბურჯანაძე“
დილა - დინამო (თბ) 0:1
გოლი: კამარა (31)

დილა (4-2-1-3): კანევცევი, გაფრინდაშვილი, ნონდი, ჭიჭინაძე, სილვა, სანტოსი, გაგნიძე (კ), მოსიაშვილი (დრამე 71), ღუდუშაური (ლომთაძე 82), კაპანაძე (მაქაცარია 82), გომისი (გონსალვესი 61)

დინამო (თბ) (4-2-3-1): პრიეტო, ხარაბაძე, კალანდაძე, ბენიო, მალი, ოსიყმაშვილი (პაპავა 85), მექვაბიშვილი (კ) (ხვადაგიანი 75), კამარა, ლომინაძე (მოისწრაფიშვილი 69), ბარნსი (კირკიტაძე 68), ბილენკი (გაბედავა 75)

მკითხველის კომენტარები / 4 /
გორმა მეორე ტაიმში ბურთზე ფეხი არა დაადებინა დინამოს . ბურთის ფლობა გორის დილასი იყო 65 %. მწვრთნელმა უნდა იფიქროს,რომ შედეგი რატო არ დგება, როცა 5 თავით ჯობდა დინამოს გუშინ დილა.
რა სამწუხაროა
09:35 13-05-2022
5
Gacherdi ert adgilas ro qanaob kaifshixar bichoo
Butxa
00:27 13-05-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული