ეროვნული ლიგის მე-13 ტურში „ტორპედომ“ სტუმრად აუტსაიდერი „ლოკომოტივი“ 3:0 დაამარცხა.
"ტორპედო" სრულ უპირატესობას ფლობდა და მეტოქეს ადვილად სძლია.
ქუთაისელებმა ზედიზედ ოთხი წაგების შემდეგ გაიმარჯვეს (10 აპრილის მერე პირველად), 14 ქულით მერვე ადგილზე არიან და 17 მაისს „თელავს“ უმასპინძლებენ, ხოლო უქულოდ მყოფი „ლოკომოტივი“ იმავე დღეს ბათუმში „დინამოს“ დაუპირისპირდება.
საგურამო. „ლოკო-საგურამო“
ლოკომოტივი - ტორპედო 0:3
გოლები: 0:1 კუხიანიძე (18), 0:2 ქიმაძე (21), 0:3 კუხიანიძე (69)