თბილისის "დინამომ" და "საბურთალომ" ქულები გაიყვეს

AutoSharing Option
ეროვნული ლიგის მე-14 ტურში თბილისის „დინამოსა“ და „საბურთალოს“ მატჩი 0:0 დასრულდა.

თამაში ლამაზი სანახავი გახლდათ, მეტადრე, მეორე ტაიმი, რომელიც ორმხრივ შეტევებში წარიმართა. „დინამო“ უპირატესობას ფლობდა, „საბურთალო“ კი სწრაფი კონტრიერიშებით პასუხობდა. მომენტები ორივე გუნდს ჰქონდა, მაგრამ ვერ გამოიყენეს და დაზავდნენ.

თბილისის "დინამო" 26 ქულით მეორე ადგილზეა და 21 მაისს "ლოკომოტივს" დაუპირისპირდება, ხოლო 23 ქულით მეოთხე პოზიციაზე მყოფი "საბურთალო" 22 მაისს "დილას" უმასპინძლებს.

თბილისი. „დინამო არენა“
დინამო (თბ) - საბურთალო 0:0

დინამო (თბ) (5-1-3-1): პრიეტო, მალი, ხვადაგიანი, ბენიო, კალანდაძე, ხარაბაძე, პაპავა (კ)
(ლომინაძე 90), ბარნსი (გაბედავა 66) , მოისწრაფიშვილი (ოსიყმაშვილი 79), კამარა (გვიშიანი 90), ბილენკი (კირკიტაძე 66)

საბურთალო (4-2-3-1): მეგრელიშვილი, უბილავა, ჯგერენაია, ჩადუნელი, ტაბატაძე (კ), ქარდავა, შ. ნონიკაშვილი, შინდაგორიძე (ქავთარაძე 74), ლ. ნონიკაშვილი (ო. მამაგეიშვილი 90+3), გულიაშვილი, სიხარულიძე

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული