წიტაიშვილი: მძულს რუსეთი - ბოდიში "ვისლას" ქომაგებს

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი გიორგი წიტაიშვილი, რომელსაც კიევის "დინამოსთან" კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული, უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო იძულებული გახდა, ოდესის "ჩერნომორეცი" დაეტოვებინა და კრაკოვის "ვისლაში" იჯარის წესით გადასულიყო. გიომ ახალ გუნდში თავი ურიგოდ როდი წარმოაჩინა, 6 მატჩში 1 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა, მაგრამ მისი გუნდი პოლონეთის ექსტრაკლასადან გავარდა. მან "ინსტაგრამით" გულშემატკივრებს ბოდიში მოუხადა:

"ძნელია გუშინდელი დღის გამო სიტყვების მოძებნა. ჯერ მხოლოდ ორი თეზისი.
1. მადლობა, ფანებო. დიდი მადლობა. მიუხედავად შედეგებისა, თქვენ მუდამ გუნდთან ერთად ხართ.
2. ბოდიში, რომ
მოლოდინი ვერ გავამართლე. თქვენ, თქვენი ქალაქი და კლუბი მხოლოდ გამარჯვებებს იმსახურებთ".

წიტაიშვილმა Футбол NEWS-თან ინტერვიუში რუსებთან დამოკიდებულებასა და პოლონურ გუნდში გადასვლაზე ისაუბრა:

"მე კანძერამ (კიევის "დინამოს" პოლონელი მცველი, რომელიც ამჟამად "ლეხში" თამაშობს) მომწერა, რომ "ვისლას" მწვრთნელმა დაურეკა და სთხოვა, დავლაპარაკებოდი. ჰკითხა, როგორი მოთამაშე ვარ, ადამიანი. მე დამაინტერესა, რომ მწვრთნელი ჩემით თავად დაინტერესდა. კანძერამ მითხრა, რომ კარგი კლუბია. პოლონეთში დიდ გუნდად ითვლება, რადგან დიდი ისტორია აქვს. მივიღე წინადადება და აქ ჩამოვედი.

"ჩერნომორეცში" მწვრთნელ მოროზთან თავს კარგად ვგრძნობდი და კიდევ უკეთ ვიგრძენი, როდესაც გრიგორჩუკი მოვიდა. სეზონის წინ ვფიქრობდი, რომ ეს ყველაზე წარმატებული იქნებოდა.

ყველაფერი შენ ირგვლივ შენდება. ყველა დახმარებას ცდილობს, შენით ინტერესდება. ეს ძალიან გეხმარება, რადგან ადაპტაციისთვის დრო არ გჭირდება. მე ორჯერ მეტი მოტივაცია და თამაშის სურვილი მაქვს.

უკრაინიდან ბიჭების ჩამოსვლამ ძალიან გამახარა. მათ მაისური უნდოდათ, რომელიც ჩემი სადებიუტო იყო. მინდოდა დამეტოვებინა, მაგრამ რადგან უკრაინის დროშით მოვიდნენ, არ შემეძო უარი მეთქვა და ვაჩუქე. როდესაც უკრაინის დროშას დავინახავ, ისეთივე ემოციები მეუფლება, თითქოს საქართველოს დროშას ვხედავ.

საქართველოშიც ასეთივე სიტუაცია იყო. წაგვართვეს ჩვენი ტერიტორიები და თბილისის აღებას აპირებდნენ. ჩვენთანაც იყო საშინელი მკვლელობები, ბავშვებისა და ქალების გაუპატიურებები. მე ვფიქრობდი, მათ პრეზიდენტი ჰყავთ ცუდი, ხალხი კი არა. თუმცა ამას სამხედროები აკეთებენ, ისინი ხომ რობოტები არ არიან.

როდესაც დავინახე, რას უკეთებდნენ ბავშვებსა და ქალებს, ჩემთვის ამ ერმა არსებობა შეწყვიტა. სიტყვა რუსეთის მიმართ უბრალოდ სიძულვილი მაქვს. უკრაინა ჩემი სახლია, მე იქ გავიზარდე".

მკითხველის კომენტარები / 10 /
რა თქმა უნდა რუსული იმპერიალიზმის დამნაშავე,მაგრამ დანარჩენებიც კარგად ვუწყობთ ხელს,ვიღაცეებს ომი უნდათ და უკრაინა და საქართველო სულ ცალ ფეხზე ჰკიდიათ
ლექსო
18 მაისი 2022 16:58
16
ნუ ავრცელებთ რა ამ რუსულ პროპაგანდას, რას ნიშნავს ხელს ვუწყობთ და ვიღაცებს ომი უნდათ? ომის დაწყება ნიშნავს, მოწინააღმდეგის საზღვრის გადაკვეთას და თავდასხმას! საქართველოს როდესმე დაუწყია რუსეთთან ომი? ან უკრაინამ დაუწყო? ამდენი წელია შენს მიწაზე დგას გართმევს ტერიტორიას იტაცებს და გიხოცავს თანამოქალაქეებს და გამოდიხარ და იძახი ამერიკის ბრალიაო. დღეს უკრაინა ამერიკისთვის კი არა, საკუთარი მიწისთვის და სახელმწიფოებრიობისთვის იბრძვის!
***
21 ივნისი 2022 01:22
0
ვისაც რუსები და რუსეთი გიყვართ... მეტს აღარ დავწერ თორემ არ გამოაქვეყნებენ
ვენეციის კომისია
18 მაისი 2022 13:00
4
რუსეთის და რუსეთუმეების...
დავით
18 მაისი 2022 02:42
8
ვაა აქაც შემოჭრნენ რუსეთუმეები! მალე ყოფა გეტირებათ ვისაც არ გინდათ რუსეთის განადგურება ( არა დაშლა, არამედ განადგურება)ამ ბიჭს თქვენზე მეტი ჭკუა აქვს და თქვენი ეგრეთწოდებული რჩევები არ სჭირდება .
დავით 67
18 მაისი 2022 01:25
9
რა თქმა უნდა, რუსეთი კი არა ნიკარაგუა და ეთიოპია შეიჭრენ უკრაინაში. რუსეთი რა შუაშია?
ვანო
17 მაისი 2022 21:29
15
წიტაიშვილს ვგულშემატივრობ და მიხარია ჩვენს ნაკრებში რომ არის მაგრამ პოლიტიკურ განცხადებას შეეშვას წარმატებებს ვუსურვებ მას და საქართველოს ნაკრებს ამ ომზე მარტო რუსეთი არ არის პასუხისმგებელი
TK
17 მაისი 2022 21:15
136
იმედია მალე გადაშენდებით დინოზავრებივით!
TK-ს
18 მაისი 2022 10:44
2
საქართველოს რომ აფხაზეთს და ე.წ. ცხინვალის რეგიონს ართმევს ეგ ვისი ბრალია, ჩვენი და ამერიკელების? რატომ იჯერებთ რაღაც რუსულ პროპაგანდებს და ვერ ხედავთ რაც მარტივად დასანახია? რატომ ვერ ხედავ რას გიშვრება რუსეთი 30 წელია? საკუთარ ტერიტორიაზე რომ შემოგივარდა და დაგბომბა ჩვენი ბრალია და ომი ჩვენ დავიწყეთო იძახი, ეგ რაში წერია? ესე იგი შენ თვითონ უკანონებ შენს მიწას. ეგუები, რომ მტრის ჯარი იქ უნდა იდგეს, იქიდან გესროლოს და შენ პასუხი არ უნდა გასცე.
ვლადიმერ სალავიოვი
17 მაისი 2022 22:17
10
ყველა გამოხმაურება

სიახლეები პოპულარული