4:4 - ხვიჩას დუბლი და ბათუმის "დინამოსა" და "სამგურალის" სეზონის საუკეთესო მატჩი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ეროვნული ლიგის მე-16 ტურში ბათუმის „დინამო“ სახლში „სამგურალს“ დაუზავდა (4:4), რომელსაც აქამდე ზედიზედ 6 მატჩი ჰქონდა მოგებული და ბოლო 8 შეხვედრაში არ დამარცხებულა.

ჩემპიონობისთვის მებრძოლი ორი გუნდის თამაში მართლაც გასაოცარი გამოვიდა. მასპინძლები დებიუტში ორჯერ დაწინაურდნენ, სტუმრებმა ორივეჯერ მოახერხეს ანგარიშის გათანაბრება, თუმცა აჭარულმა გუნდმა მაინც შეძლო ტაიმის მოგება. აღსანიშნავია, რომ მათმა სამივე შემტევმა - კვარაცხელიამ, ფლამარიონმა და დავითაშვილმა გაიტანეს გოლები. რაც შეეხებათ წყალტუბოელებს, მეორე ნომრად თამაში არჩიეს და კონტრიერიშებისას საკმაოდ სახიფათონი იყვნენ.

შესვენების შემდეგ თამაშის სურათი არ შეიცვალა, ტემპი ისევ მაღალი
იყო და „სამგურალმა“ მესამედ გაათანაბრა ანგარიში. მერე კვარაცხელიამ თავის მიერვე მოპოვებული პენალტით ბათუმელები წინ გაიყვანა. მან მიმდინარე ტურნირზე მე-8 გოლი გაიტანა. თუმცა მიქაძის შეგირდები არ დანებდნენ, კალანდარიშვილმა მოწოდებული კუთხურის შემდეგ თავურით დალაშქრა კუპატაძის კარი და თავის გუნდს ფრე მოუპოვა.

ბათუმელები 35 ქულით ლიდერები არიან და სანაკრებო პაუზის შემდეგ, 16 ივნისს, გასვლაზე „გაგრას“ დაუპირისპირდებიან, ხოლო 30 ქულით მესამე პოზიციაზე მყოფი წყალტუბოელები იმავე დღეს თბილისის „დინამოს“ უმასპინძლებენ.

ბათუმი. „აჭარაბეთ არენა“
დინამო (ბთ) - სამგურალი 4:4
გოლები: 1:0 კვარაცხელია (7), 1:1 ახვლედიანი (9), 2:1 ფლამარიონი (12), 2:2 ჯერალდო (18), 3:2 დავითაშვილი (41), 3:3 რუხაძე (54), 4:3 კვარაცხელია (65, პენ), 4:4 კალანდარიშვილი (84)

დინამო (ბთ) (4-1-2-3): კუპატაძე, ჩაბრაძე, კობახიძე (კ) (ფალავანდიშვილი 80), რეხვიაშვილი, აზაროვი, ტეიდი, ალთუნაშვილი, ჯიღაური (ფანცულაია 90+2), დავითაშვილი (გაფრინდაშვილი 67), ფლამარიონი, კვარაცხელია (ბიძინაშვილი 67)

სამგურალი (4-1-2-3): შოვნაძე, კალანდარიშვილი, მაისაშვილი (ბურჯანაძე 46), ქურდაძე, კიკაბიძე (კ), მ. ბაშელეიშვილი, ახვლედიანი (სიმდიანკინი 80), გილმორი, რუხაძე (კუხიანიძე 67), ჯერალდო (ვერულიძე 89), ჩიხლაძე (გავაშელიშვილი 67)

მკითხველის კომენტარები / 43 /
თამაშის უმდაბლესი დონე, მაგრამ სხვა გუნდებთან განსხვავებით რაღაცით ფეხბურთს წააგავდა..
კ ო მ ბ ლ ე
26 მაისი 2022 21:54
15
გუნდი, რომელიც 4 ბურთს გაუშვებს სახლში, თან საქართველოს ჩემპიონატში, ასეთ გუნდს ჩემპიონთა ლიგის არც ერთ ეტაპზე არანაირი შანსი არა აქვს!!!
ზურა
26 მაისი 2022 19:34
1
ჩემპიონ გუნდი ასეთი დაცვით ?..არც ცენტრალული მცველები არც კრაინები არაფერ თავში არ არიან...გეგუჩაძეს დაცცვაზე სერიოზული დაფიქრება ჭირდება და დროული როტაციები აქვს ჩასატარებელი.....ასეთ ბავშვურ შეცდომებს დაცვაში არ უნდა უშვებდნენ..
ბუჯანგა
26 მაისი 2022 17:22
0
Მილიონჯერ ვუყურეო...მილიონჯერ თუ უყურე და მაინც დარწმუნდი რო პენალტი იყო ყოჩაღ შენ!!!ისე.. თვალის ექიმს ეჩვენე
ბაბუაწვერა
26 მაისი 2022 16:24
5
თვალის ექიმს თქვენ ეჩვენეთ. სუფთა პენალი იყო. პრობლემები გაქვთ. წარმატებები!!
პ.ს ფეხში ჩარტყმა თუ ვერ დაინახეთ რავიცი აბა
!!
26 მაისი 2022 19:43
0
"სამგურალი" სეზონის აღმოჩენაა. შესანიშნავი თამაში იყო... ბრავო!!!
tngh
26 მაისი 2022 15:50
1
დინამო ბათუმის დაცვა- სრული კატასტროფა და აპოკალიფსი! ერთმანეთზე უარესი 4 ცენტრალური მცველი ჰყავს გუნდს!ასეთი დაცვით ვაპირებთ ლუდოგორეცის,ფერენცვაროშის,ყარაბაღის,შერიფის წინააღმდეგ თამაშს? სამგურალს კიდევ დიდი სიმპატიები ჩემსგან. ძალიან მებრძოლი და შეკრული გუნდია,მწვრთნელიც საკმაოდ საინტერესო ჰყავთ.იმედია სეზონის საბოლოო შედეგებით კონფერენს ლიგაზე გავლენ.
მეზღვაური
26 მაისი 2022 15:49
1
სიცოცხლე შემოიტანა ქართულ ფეხბურთში. ესპანეთის ჩემპიონატის დონის თამაში იყო გუშინ. როცა მოედანზეა სხვები გაათმაგებულად ინდომებენ.
ძალიან მინდა ხვიჩა რომ წავა ეს მუხტი გაგრძელდეს და ისევ ჭ კლასის ლიგად არ ვიქცეთ, ერთმანეთზე რომ ვღლიცინებდით და გვსიამოვნებდა.
ძალიანაც რომ გინდოდეს ვერ იღლიცინებ სამგურალზე, რომელმაც ტოლი არ დაუდო ბათუმს და ასევე ვერ იღლიცინებ ბათუმზე რომლის გარემოც და თამაშის დონეც უტოლდებოდა ტოპ ჩემპიონატებისას.
დავაფასოთ ერთმანეთის შრომა და ყველა თამაში ასეთი შოუ იყოს. არც გულშემატკივარი მოგაკლდებათ და არც ეს ემოციები, რაც ზუსტად ვიცი ყველას არანორმალურად გაგიხარდათ!
Winter
26 მაისი 2022 15:36
1
წყალტუბოდან -4! ესე ვერ გაფრინდებით! ცოტა ხო არ "წაიზუგდიდეთ"?
ზერა
26 მაისი 2022 14:42
6
ბათუმი, დაცვას მიხედეთ, დაცვას!
ფეოლა
26 მაისი 2022 13:45
1
ეს ისტერიჩკა კომენტატორი მოაშორეთ! სამარცხვინო! რას ნიშნავს "მოედნიდან გააქრო", "გაანულა", პანტიანის კაპოტზე უყურებ თუ მაუწყებლობ?
saka
26 მაისი 2022 13:41
2
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული