4:4 - ხვიჩას დუბლი და ბათუმის "დინამოსა" და "სამგურალის" სეზონის საუკეთესო მატჩი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ეროვნული ლიგის მე-16 ტურში ბათუმის „დინამო“ სახლში „სამგურალს“ დაუზავდა (4:4), რომელსაც აქამდე ზედიზედ 6 მატჩი ჰქონდა მოგებული და ბოლო 8 შეხვედრაში არ დამარცხებულა.

ჩემპიონობისთვის მებრძოლი ორი გუნდის თამაში მართლაც გასაოცარი გამოვიდა. მასპინძლები დებიუტში ორჯერ დაწინაურდნენ, სტუმრებმა ორივეჯერ მოახერხეს ანგარიშის გათანაბრება, თუმცა აჭარულმა გუნდმა მაინც შეძლო ტაიმის მოგება. აღსანიშნავია, რომ მათმა სამივე შემტევმა - კვარაცხელიამ, ფლამარიონმა და დავითაშვილმა გაიტანეს გოლები. რაც შეეხებათ წყალტუბოელებს, მეორე ნომრად თამაში არჩიეს და კონტრიერიშებისას საკმაოდ სახიფათონი იყვნენ.

შესვენების შემდეგ თამაშის სურათი არ შეიცვალა, ტემპი ისევ მაღალი
იყო და „სამგურალმა“ მესამედ გაათანაბრა ანგარიში. მერე კვარაცხელიამ თავის მიერვე მოპოვებული პენალტით ბათუმელები წინ გაიყვანა. მან მიმდინარე ტურნირზე მე-8 გოლი გაიტანა. თუმცა მიქაძის შეგირდები არ დანებდნენ, კალანდარიშვილმა მოწოდებული კუთხურის შემდეგ თავურით დალაშქრა კუპატაძის კარი და თავის გუნდს ფრე მოუპოვა.

ბათუმელები 35 ქულით ლიდერები არიან და სანაკრებო პაუზის შემდეგ, 16 ივნისს, გასვლაზე „გაგრას“ დაუპირისპირდებიან, ხოლო 30 ქულით მესამე პოზიციაზე მყოფი წყალტუბოელები იმავე დღეს თბილისის „დინამოს“ უმასპინძლებენ.

ბათუმი. „აჭარაბეთ არენა“
დინამო (ბთ) - სამგურალი 4:4
გოლები: 1:0 კვარაცხელია (7), 1:1 ახვლედიანი (9), 2:1 ფლამარიონი (12), 2:2 ჯერალდო (18), 3:2 დავითაშვილი (41), 3:3 რუხაძე (54), 4:3 კვარაცხელია (65, პენ), 4:4 კალანდარიშვილი (84)

დინამო (ბთ) (4-1-2-3): კუპატაძე, ჩაბრაძე, კობახიძე (კ) (ფალავანდიშვილი 80), რეხვიაშვილი, აზაროვი, ტეიდი, ალთუნაშვილი, ჯიღაური (ფანცულაია 90+2), დავითაშვილი (გაფრინდაშვილი 67), ფლამარიონი, კვარაცხელია (ბიძინაშვილი 67)

სამგურალი (4-1-2-3): შოვნაძე, კალანდარიშვილი, მაისაშვილი (ბურჯანაძე 46), ქურდაძე, კიკაბიძე (კ), მ. ბაშელეიშვილი, ახვლედიანი (სიმდიანკინი 80), გილმორი, რუხაძე (კუხიანიძე 67), ჯერალდო (ვერულიძე 89), ჩიხლაძე (გავაშელიშვილი 67)

მკითხველის კომენტარები / 43 /
მადლობა ბათუმის დინამოს და მთლიანად ბათუმს პირატების თამადობით, რომ ჩემპიონატზე ხალხი დააბრუნეს, ამ თამაშს, სტადიონს და კომენტარორსაც, რომ ვუსმენ ვხვდები რომ ფეხბურთი საქართველოში დაბრუნდა, ესე თუ გაგრძელდა ბევრი ხვიჩა გვეყოლება!!! შედეგიც გამოჩნდება!
პ.ს. ჯუღელი დიდად გულზე არ მეხატებოდა, მაგრამ ხვიჩა რომ ბათუმში აღმოჩნდა მართლა ალალად მადლობა. ნუ ნაპოლში გადასვლაშიც ხო დიდი წვლილი აქვს.
ზურა
25 მაისი 2022 23:58
3
ჯუღელი გააალამაზეე? ბათუმის ხარჯზე
giorgi
26 მაისი 2022 00:13
8
ეროვნული ჩემპიონატის მატჩებს მაქსიმალურად ვადევნებ თვალს და ვფიქრობ,რომ დღევანდელი მატჩი მიმდინარე ჩემპიონატში საუკეთესო იყო!ძალიან ვისიამოვნე და ამისთვის მადლობა ორივე გუნდის ფეხბურთელებს.მაღალი ტემპი, სავსე ტრიბუნები,ბრწყინვალე ატმოსფერო (რასაც მიგვაჩვია ბათუმელმა ქომაგებმა) და გატანილი 8 გოლი!მეტი რა შეილება ინატროს ეროვნული ჩემპიონატის გულშემატკივარმა?!
p.s.ბათუმის დინამოს დაცვის თამაში ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს, ამ რგოლში თუ გუნდი არ გაძლიერდა, ევროთასების საკვალიფიკაციოზე შორს უბრალოდ ვერ წავალთ.
ქობულეთიდან
25 მაისი 2022 23:52
0
დაცვის ცენტრში ერთი ფეხბურთელი მეგონა საჭირო მაგრამ ეხლა რაც ტური დაიწყო აშკარაა 2 მცველია საჭირო ძაან ზანტები არიან და პირველი პასის გაკეთებას ნაკლებად ახერხებენ პოზიციის არჩევაც უჭირთ. აშკარად ეტყობა აწეულ დაცვას სწრაფი ცენტრი ჭირდება თავისი პირველი პასით!!! ესეთი თამაში არასდროს ყოფილა ჩვენს ჩემპიონატში 8გოლი.18 ათასი გულშემატკივარით. ტემპში უნდა ვითამაშოთ ნაკლები ჯარიმებით!
giorgi 12
26 მაისი 2022 00:12
0
რეხვიაშვილმა იმდენი შეცდომა დაუშვა... ეს კობახიძე კიდევ რეგრესს განიცდის ყოველი თამაშისას.
ილია
25 მაისი 2022 23:52
1
ასეთი დაცვის და მეკარის(იმედია მხოლოდ დღეს) შემყურე, როგორც სკუთარ ყურებს ვერ ნახავენ, ისე ვერ ნახავენ ევროპს ჯგუფს.
ტტტ
25 მაისი 2022 23:21
1
ხვიჩა ბრავო,კარგი ფეხბურთელი ხარ და კიდე უფრო კარგი ადამიანი,ამაღელვებელია გულშემატკივართან ურთიერთობა, შენ გენაცვალე,სიტყვებიც არ მყოფნის!!
ზ.გ,
25 მაისი 2022 23:11
0
ძალიან მაგარი ატმოსფერო და სანახაობა იყო...(დინამო ბათუმის დაცვით ხაზს არ ვგულისხმობ)
მადლობა დინამოს და სამგურალს ესეთი თამაშისთვის
შავი კაცი
25 მაისი 2022 23:06
0
გეტანხმდებით და იმასაც თუ გავითვალისწინებთ , რომ ბათუმის დაცვიდან 3 ფეხბურთელი ( ჩაბრაძე , აზაროვი , კობახიძე ) ნაკრების კანდიდატები არიან , მათთან ერთად მეკარე კუპატაძეც , დამაფიქრებელია !
zaza
26 მაისი 2022 08:37
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული