„ტორპედო“ მე-16 წუთზე მჭედლიძემ თავურით დააწინაურა, რომელმაც ქუთაისურ გუნდში პირველი გოლი გაიტანა, შესვენებაზე გასვლის წინ კი ისიანის კარი შულაიამ დალაშქრა. შეხვედრის დასასრულს შულაიამ დუბლი შეასრულა და პირობითმა მასპინძლებმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს.
ჩხეტიანის დაბრუნების შემდეგ „ტორპედომ“ ზედიზედ მეორე გამარჯვება იზეიმა, 21 ქულით მეშვიდე ადგილზეა და 21 ივნისს ბათუმში „დინამოს“ დაუპირისპირდება, ხოლო 17 ქულით მეცხრე პოზიციაზე მყოფი „სიონი“ 20 ივნისს „ლოკომოტივს“ უმასპინძლებს.
ზესტაფონი. „დავით აბაშიძე“
ტორპედო - სიონი 3:0
გოლები: 1:0 მჭედლიძე (16), 2:0 შულაია (45), 3:0 შულაია (89)
სად არის, რომ არ ჩანს?