ექსკლუზივი: ცხადაძე "დინამოდან" წავიდა, მას ჭიაბრიშვილი ცვლის? - "ლოკომოტივის" ყოფილი მწვრთნელი პირველ კომენტარს Sportall-თან აკეთებს

AutoSharing Option
კახა ცხადაძემ თბილისის "დინამო" დატოვა. აღნიშნული ინფორმაცია კლუბს ოფიციალურად ჯერჯერობით არ დაუდასტურებია, თუმცა სხვადასხვა წყაროს ცნობით, უახლოეს ხანში ეს ამბავი დადასტურდება.

ცხადაძის შეცვლის მთავარ კანდიდატად გია ჭიაბრიშვილი სახელდება. Sportall.ge ჭიაბრიშვილს ინფორმაციის გადასამოწმებლად დაუკავშირდა. 

"თქვენსავით ვიცი მეც, რომ კახა ცხადაძე გაუშვეს და ჩემს მიმართ ინტერესი აქვთ. ტყუილად ეს ლაპარაკები, რომ არ არის ვიცი და რაღაც საფუძვლები აქვს.

ჯერჯერობით გუნდიდან არავინ დამკავშირებია და მოლაპარაკება არ მიმდინარეობს. დაველოდები და ვნახოთ რა იქნება...

რა იქნება შემოთავაზების შემთხვევაში? - რა თქმა უნდა, მას განვიხილავ. შევხედავ,
თუ რა სახის და როგორი შემოთავაზება იქნება... "დინამო" საქართველოს კვალობაზე ყველამ იცის რაც არის და მანდ მუშაობა ყველასთვის კარგია, რადგან საქმის გაკეთება შეიძლება. პრესტიჟული კლუბია და საქართველოში საუკეთესოა...

დღეს სამწუხაროდ საქართველოში არ არის ბევრი ისეთი გუნდი, სადაც შეიძლება საქმე გაკეთდეს, გამართული იყოს ინფრასტრუქტურით და ა.შ... განვიხილავ, თუ იქნება რაიმე კონკრეტული შემოთავაზება", - გვითხრა ჭიაბრიშვილმა.
მკითხველის კომენტარები / 25 /
მოგმართავთ ყველას, ვეტერან დინამოელებს და დინამოს გულშემატკივრებს, ასევე ჟურნალისტებს. არ გიტყდებათ? ვიღაც ფიფიას როგორ აბლატავებთ? ამოიღეთ ხმა!
Anti
18 ივნისი 2022 17:00
9
დინამომ უნდა აირჩიოს რა გზით უნდა სიარული,აკადემიის ფეხბურთელებს უნდა დეყრდნოს თუ საშუალო კრგი დონის ლეგიონერები მოიწვიოს, ან უნდა მოიწვიოს ნაკრების ფეხბურთელები ისეთები რომლებიც საქართველოში არიან მაგალითად კვირკველია, ან საზღვარგარეთ უკლუბოდ დარჩენილი ქართველი ფეხბურთელები,მაგალითად ოქრიაშვილი,ჩაკვეტაძე.ცხადაძის წასვლა კი რეალურად არაფერს შეცვლის, მწრთნელი დიდხანს უდა დარჩეს კლუბში რო რაიმე შედეგი დადოს,დინამოს შემადგენლობის მხრივ აქვს პრობლემები ისეთი ლეგიონერები თამაშობენ იქ რომლებიც დინამოს მაისურის ტარების ღირსი არ არიან.
qomagi
18 ივნისი 2022 17:13
0
დინამოში სისტემური პრობლემებია და მარტო მწვრთნელი ვერ უშველის! სამგურალი ძალიან შეკრული და მებრძოლი კლუბია და მაგის ხარჯზე აჯობა დინამოს. ბათუმის დინამომ სწორი მენეჯმენტის წყალობით დინამოს გაზრდილი ფეხბურთელებით მაგარ შედეგს დებს, ასევე გინდა ლეგიონერები აიღეთ ფლამარიონი, ტეიდი, რადინი რომელიც დინამომ გაუშვა რა კარგ ფეხბურთს თამაშობენ. მერე გვიკვირს რატომ თამაშობს დინამოდან 1 ფეხბურთელი ნაკრებში, რეხვიაშვილი რომ მოიყვანეს აღორძინება დაიწყებაო და რამდენი ხანი უნდა ველოდოთ რომ დინამო დაემსგავსება თავის სახეს???
zaza
18 ივნისი 2022 17:58
0
სანამ ვინმე მერაბიშვილების და უგულავების მიხუინისტი "დენშჩიკი" ფიფია ეგდება დინამოში, გუნდს ათი ანდრო ჟორდანია ვერ უშველის !
დ.დ.
18 ივნისი 2022 18:11
17
"ჭია" მიუხედავად იმისა, რომ პრესტიჟულია "დინამო"-ს უფროსი მწვრთნელობა, დარწმუნწბული ვარ რა შენს კვალიფიკაციაში, შენდამი პატივისცემის გამო, არ გირჩევ რომან ფიფიასთან მუშაობას! წინააღმდეგ შემთხვევაში შენც ზუსტად ისე დაამთავრებ როგორც წინამორბედებმა! გისურვებ წარმატებებს!!!
G.A.L.
18 ივნისი 2022 17:17
1
ერთხელ მაინც ხომარ დაფიქრდებოდით, ერთი მწვთნელი რომ არ გამოგადგათ ამდენი წლების განმავლობაში და შედეგი ვერავინ დადო, იქნებ სხვა რამეშია პრობლემა და არა მწვრთნელში?

გიო
18 ივნისი 2022 20:55
2
ამათი საშველი არაა
irakli
18 ივნისი 2022 16:59
0
Თვალსაჩინო მაგალითი, როგორ არ შეიძლება გუნდის მართვა, როგორი ლეგიონერები არ უნდა მოიყვანო გუნდში, რატომ არ უნდა ცვალო მწრთვნელები სეზონ-სეზონ... Და კიდევ ათასი ცუდი ამბავი როგორ არ უნდა მოექცე გუნდს, თან რა გუნდს :(
Მახვში
18 ივნისი 2022 17:41
0
ჭიაბერაშვილის მიკვირს, ჯერ ერთი რომ ამბობს ცხადაძე "გაშვეს", გაუშვეს თუ წავიდა? კიდევაც რომ გაეშვათ, უნდა თქვა წავიდა. ახლა თუ ცხადაძე წავიდა ე.ი. ამბიციები ჰქონდა და ხელი არ შეეწყო. ახლა შენ რომ მიდიხარ, დინამოს საქმის გასაკეთებლად მიდიხარ, თუ შენი საქმის ასაწყობად. მე უფრო მეორე მგონია. არ შეუძლია ფიფიას სხვა გუნდში აკეთოს ის დიდი საქმე, რომელსაც აკეთებს და დინამო გაუშვას?
ამო
18 ივნისი 2022 19:10
9
კარგ ფეხბურთელებს ყიდის გუნდი და ვინ უნდა ითამაშოს . ცხადაძე არ იყო გასაშვები
ika
18 ივნისი 2022 19:05
8

სიახლეები პოპულარული