ოფიციალურად - თბილისის "დინამომ" ცხადაძეს კონტრაქტი გაუწყვიტა

AutoSharing Option
თბილისის "დინამომ" მწვრთნელ კახა ცხადაძესთან თანამშრომლობა შეწყვიტა, - ამის თაობაზე ინფორმაციას დედაქალაქური კლუბი თავისი საიტით ავრცელებს:

"დინამო თბილისმა 18 ივნისს მთავარ მწვრთნელ კახა ცხადაძესთან ხელშეკრულება გაწყვიტა. ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე, დინამო თბილისი 53 წლის სპეციალისტთან ერთად, მისმა ასისტენტებმა, გიორგი ჩიხრაძემ და მილოშ იევტიჩმაც დატოვეს. კლუბი მადლობას უხდის კახა ცხადაძეს და მის სამწვრთნელო შტაბს გაწეული სამუშაოსთვის და წარმატებას უსურვებს მომავალ საქმიანობაში.

„კლუბის გადაწყვეტილებით ამ მომენტში ხელშეკრულების გაწყვეტა საუკეთესო გამოსავალია. მადლიერები ვართ კახას და მისი გუნდის მიერ გაწეული სამსახურით და გვინდა მათ წარმატება
ვუსურვოთ“ - დინამო თბილისის სპორტული მიმართულების ხელმძღვანელი, ალექსანდრე რეხვიაშვილი.

კლუბი ახალ მთავარ მწვრთნელს უახლოეს პერიოდში წარადგენს. აღნიშნულ საკითხზე დინამო თბილისი დამატებით კომენტარს არ გააკეთებს.

მიმდინარე ეროვნული ლიგის 17 ტურის შემდეგ, დინამო თბილისი 32 ქულით მე-3 პოზიციაზეა".

მკითხველის კომენტარები / 15 /
რეხვიაშვილმა ვინ მოიყვანა წესიერი ფეხბურთელი, ვინც რეალურად გააძლიერებდა დინამოს? ცხადაძეს ამ ფეხბურთელებით რა უნდა ექნა?
grisha
20:10 18-06-2022
0
მთლად გასაგები არ არის ჩემთვის, რისთვის უხდის მადლობას კლუბი ამ მწვრთნელს. ეტყობა, ეს სავალდებულო ლიტონი სიტყვებია. მესმის, ბათუმის დინამომ გადაუხადოს მადლობა კვარას, როცა ნეაპოლში წავა. მან ეს მართლაც, რომ დაიმსახურა, მაგრამ ცხადაძემ თბილისის დინამოში?! რაში?!
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული