ჭიაბრიშვილის ხელმძღვანელობით თბილისის "დინამომ" დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ეროვნული ლიგის მე-18 ტურში თბილისის „დინამომ“ „გაგრა“ 5:0 დაამარცხა.

„დინამომ“ ჭიაბრიშვილის ხელმძღვანელობით პირველი მატჩი ჩაატარა, თავიდანვე შეუტია და დაწინაურდა კიდეც - ბარნსის მიერ ჩაწოდებულ ბურთს კამარამ ლამაზი თავურით ქურდაძის კარში მიუჩინა ადგილი. აქტიური კამარა შესვენების შემდეგ საკუთარ საჯარიმოში ხოსიტაშვილმა წააქცია, პენალტი კი მოისწრაფიშვილმა გამოიყენა. შემდეგ ბარნსმა კამარას, ხოლო მექვაბიშვილმა სხირტლაძის პასით გაიტანა. მერე სხირტლაძემაც დალაშქრა მეტოქის კარი და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

თბილისის „დინამო“ ამ მომენტისთვის 35 ქულით მეორე ადგილზეა და 25 ივნისს „ტორპედოს“ უმასპინძლებს, „გაგრა“ კი 17 ქულით მეცხრე პოზიციაზე
დარჩა და 24 ივნისს გორში „დილას“ დაუპირისპირდება.

თბილისი. „დინამო არენა“
დინამო (თბ) - გაგრა 5:0
გოლები: 1:0 კამარა (22), 2:0 მოისწრაფიშვილი (52, პენ), 3:0 ბარნსი (58), 4:0 მექვაბიშვილი (74), 5:0 სხირტლაძე (83)

მკითხველის კომენტარები / 5 /
გაგრას სასწრაფოთ უნდა გამოცოცხლდეს ვაწაძის დიდი პატივისცემისა ის საერთოდ არ არის ფორმაში და მსაჯზე და ფეხბურთელებზე აპელირებდა ამ დროს ძალიან ცუდად თამაშობს
მიხო
15:44 21-06-2022
0
არ იყო ცუდი! მეტიც, ასე გამართულად დინამომ ბოლოს როდის ითამაშა ვერ ვიხსენებ! უახლოეს ორ ტურში კიდევ უფრო დიდი გამოცდა ელის ჭიაბრიშვილს, თუმცა მთავარი საზომი ევროთასებია და აი მანდ ვნახოთ არარატ არმენიასთან ჭიას პირადი ანგარიშიც აქვს, ასე რომ წარმატებები! პ.ს. რა გახდა დინამო არენაზე წესიერი სიმღერების ჩართვა, ეს საშინელი კატის ჩხავილა სტილის უაზრობები როდემდე უნდა გვასმენინოთ!
ტარიელ მაღალდაძე
12:11 21-06-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული