ჭიაბრიშვილის ხელმძღვანელობით თბილისის "დინამომ" დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ეროვნული ლიგის მე-18 ტურში თბილისის „დინამომ“ „გაგრა“ 5:0 დაამარცხა.

„დინამომ“ ჭიაბრიშვილის ხელმძღვანელობით პირველი მატჩი ჩაატარა, თავიდანვე შეუტია და დაწინაურდა კიდეც - ბარნსის მიერ ჩაწოდებულ ბურთს კამარამ ლამაზი თავურით ქურდაძის კარში მიუჩინა ადგილი. აქტიური კამარა შესვენების შემდეგ საკუთარ საჯარიმოში ხოსიტაშვილმა წააქცია, პენალტი კი მოისწრაფიშვილმა გამოიყენა. შემდეგ ბარნსმა კამარას, ხოლო მექვაბიშვილმა სხირტლაძის პასით გაიტანა. მერე სხირტლაძემაც დალაშქრა მეტოქის კარი და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

თბილისის „დინამო“ ამ მომენტისთვის 35 ქულით მეორე ადგილზეა და 25 ივნისს „ტორპედოს“ უმასპინძლებს, „გაგრა“ კი 17 ქულით მეცხრე პოზიციაზე
დარჩა და 24 ივნისს გორში „დილას“ დაუპირისპირდება.

თბილისი. „დინამო არენა“
დინამო (თბ) - გაგრა 5:0
გოლები: 1:0 კამარა (22), 2:0 მოისწრაფიშვილი (52, პენ), 3:0 ბარნსი (58), 4:0 მექვაბიშვილი (74), 5:0 სხირტლაძე (83)

მკითხველის კომენტარები / 5 /
ძალიან კარგი ნაბიჯია 4-5-1 ტაქტიკაზე გადასვლა. დინამომ ერთი წლის მანძილზე ვერა და ვერ აითვისა ნაკრების სქემაციით თამაში და ამის გაგრძელება იქნებოდა ერთ წრეზე ტრიალი. გაცილებით თავდაჯერებულად გამოიყურებიან. პრეზიდენტიც რომ შეცვალოთ ეგაც კარგი იქნება
0
ვა რა მაგარია!) 35-სკოლასაც მოუგებდა, მაგის ამბქვი რო ვიცი
niko
22:15 20-06-2022
18

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული