მასპინძლები პირველ ტაიმში კაპანაძემ დააწინაურა, მეორე ტაიმში კი, ისევე, როგორც ახალგაზრდული ნაკრების რუმინეთთან მატჩისას, განათება გამოირთო. მოკლედ, შუქის გამორთვა ისე ხშირად ხდება, თითქოს 90-იანი წლები ბრუნდება. თამაში 10 წუთის შემდეგ განახლდა. სტუმრები იერიშზე გადავიდნენ, თუმცა ანგარიშის გათანაბრება ვერ შეძლეს.
ამ გამარჯვების შედეგად „დილა“ „სამგურალს“ დაეწია და მასთან მესამე-მეოთხე ადგილებს იყოფს. გორული გუნდი 24 ივნისს „გაგრას“ უმასპინძლებს, ხოლო „სამგურალი“, რომელიც 10 აპრილის შემდეგ ჩემპიონატზე პირველად დამარცხდა, 25 ივნისს „საბურთალოს“ დაუპირისპირდება.
გორი. „თენგიზ ბურჯანაძე“
დილა - სამგურალი 1:0
გოლი: კაპანაძე (37)