"ბურჯანაძეზე" 90-იანი წლები ბრუნდება - გორში "სამგურალის" წაუგებელი სერია დასრულდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ეროვნული ლიგის მე-18 ტურში „დილამ“ საკუთარ მოედანზე „სამგურალი“ 1:0 დაამარცხა და ამით შეწყდა წყალტუბოური გუნდის 10-მატჩიანი წაუგებელი სერია - 7 მოგება დ 3 ფრე.

მასპინძლები პირველ ტაიმში კაპანაძემ დააწინაურა, მეორე ტაიმში კი, ისევე, როგორც ახალგაზრდული ნაკრების რუმინეთთან მატჩისას, განათება გამოირთო. მოკლედ, შუქის გამორთვა ისე ხშირად ხდება, თითქოს 90-იანი წლები ბრუნდება. თამაში 10 წუთის შემდეგ განახლდა. სტუმრები იერიშზე გადავიდნენ, თუმცა ანგარიშის გათანაბრება ვერ შეძლეს.

ამ გამარჯვების შედეგად „დილა“ „სამგურალს“ დაეწია და მასთან მესამე-მეოთხე ადგილებს იყოფს. გორული გუნდი 24 ივნისს „გაგრას“ უმასპინძლებს,
ხოლო „სამგურალი“, რომელიც 10 აპრილის შემდეგ ჩემპიონატზე პირველად დამარცხდა, 25 ივნისს „საბურთალოს“ დაუპირისპირდება.

გორი. „თენგიზ ბურჯანაძე“
დილა - სამგურალი 1:0
გოლი: კაპანაძე (37)

მკითხველის კომენტარები / 6 /
ვაი თქვენს პატრონს - ეს არის 20 წლის წინანდელი მოწოდების "საქართველოს ინჟინრები არ ჭირდებაო" შედეგი. მოწოდების ავტორებიდან ერთი ვითომ გაზით გაიგუდა, მეორე ახლა ერეკლე მე-2 ზე მეტ პატრიოტობას ჩემულობს.
p.s. კაბელის განივკვეთი შეამოწმეთ. ალბათ საჭიროზე ნაკლებია და "მცველებს" ახურებს.
ვაჟა მასწავლებელი
00:14 21-06-2022
2
აბა მერიაში დაყენებულ მაინერებს ხომ არ შეუწყვეტენ დენს ))
ილია
23:30 20-06-2022
8

სიახლეები პოპულარული