ბათუმის "დინამომ" "სიონი" მეორე ტაიმში გატეხა - "საბურთალომ" "სამგურალი" მატჩის დასასრულს [VIDEO]

AutoSharing Option
ეროვნული ლიგის მე-19 ტურში ორი მატჩი ჩატარდა.

ბათუმის „დინამომ“ სახლში „სიონს“ 3:0 სძლია. ბოლნისელები უნარიანად იცავდნენ თავს, პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა. შესვენების შემდეგ დავითაშვილმა მასპინძლები საჯარიმოს გარედან ძლიერი დარტყმით დააწინაურა. სტუმრები სახიფათო შეტევებით პასუხობდნენ, ორი კარგი მომენტი ჰქონდათ, რომელთაგან აღსანიშნავი ჯაფიაშვილის გამოუყენებელი შანსია. შემდეგ კი ფლამარიონმა დუბლი შეასრულა და ბათუმელებმა მორიგი გამარჯვება მოიპოვეს. 29 ივნისს აჭარული გუნდი თბილისის „დინამოს“ უმასპინძლებს და ხვიჩა კვარაცხელიას დაემშვიდობება, რომელიც „ნაპოლიში“ გადადის.

ბათუმი. „აჭარაბეთ არენა“
დინამო (ბთ) - სიონი 3:0
გოლები: 1:0 დავითაშვილი (53), 2:0
ფლამარიონი (83), 3:0 ფლამარიონი (85)

„საბურთალომ“ „სამგურალი“ 3:1 დაამარცხა. ანგარიში დებიუტში ბრწყინვალე გოლით გოჩოლეიშვილმა გახსნა, ჯერალდომ პირველივე ტაიმში ანგარიში გაათანაბრა, თუმცა დედაქალაქელებმა შეხვედრის დასასრულს მოიჩისა და სიხარულიძის გოლებით მოახერხეს გამარჯვების მოპოვება.

გორი. „თენგიზ ბურჯანაძე“
საბურთალო - სამგურალი 3:1
გოლები: 1:0 გოჩოლეიშვილი (4), 1:1 ჯერალდო (25), 2:1 მოიჩი (87), 3:1 სიხარულიძე (89)


მკითხველის კომენტარები / 11 /
ზუკა ძაან მაგარი ბიჭია, მალე წავა კარგ გუნდში.
Winter
23:31 25-06-2022
1
დავითაშვილი ფლობს საკუთარ სხეულს და ბოლო წლებია სულ იმის შეგრძნება მაქვს რომ უფრო მაღალ დონეზე გავა. მინდა წარმატებები ვუსურვო და მაქსიმალური სიამოვნება იმ საქმით რასაც ემსახურება!
ბათუმი
00:42 26-06-2022
0

სიახლეები პოპულარული