ეროვნული ლიგის მე-19 ტურში თბილისის „დინამომ“ საკუთარ მოედანზე „ტორპედო“ 5:1 დაამარცხა.
ჭიაბრიშვილის ხელმღავნელობით თბილისის „დინამომ“ ისევ გაიმარჯვა, ლიდერ ბათუმის „დინამოს“ 6 ქულით ჩამორჩება და აჭარულ გუნდს 29 ივნისს სტუმრად შეხვდება. „ტორპედო“ კი 21 ქულით მე-7 ადგილზეა და იმავე დღეს „დილას“ უმასპინძლებს.
თბილისი. „დინამო არენა“
დინამო (თბ) - ტორპედო 5:1
გოლები: 1:0 ბილენკი (4), 2:0 ბილენკი (46), 3:0 კირკიტაძე (57), 4:0 კამარა (65), 5:0 სხირტლაძე (77), 5:1 მჭედლიძე (89)
ჩხეტიანის წარუმატებლობას ცეცაძის შეკრებილ გუნდს აბრალებენ, თუმცა
ვისაც ათამაშებს, უმეტესად მისი ფეხბურთელებია, ანუ ის შლეიფი, ვინც დინამოში წაიყვანა, ვისთანაც წინა სეზონში გაგდებამდე თამაშობდა და ვინც ახლა მოიყვანა, 1-2 -ის გამოკლებით.
როცა პროფესიონალი ხარ, ჩემ და შენ ფეხბურთელს არ უნდა ჰქონდეს მნიშვნელობა, უნდა ათამაშო ვინც იმსახურებს;
უსამართლოდ იქცეოდა ცეცაძე და კი გაუშვეს, ჩხეტიანიც იგივეს აგრძელებს და იმ ფეხბურთელებს არ ათამაშებს, ვინც ყველაზე მეტად იმსახურებს. კიდე ერთი ტრენერის გაშვება ამ სეზონში მთლად დაღუპავს ტორპედოს.
იქ გამოჩნდა ჩხეტიანის დამოკიდებულება ფულის და ფეხბურთის მიმართ .