საქართველოს ყველაზე ტიტულოვანმა კლუბმა 24 წლის ნიდერლანდელი შემტევი ომარ იმრანი დაიმატა. ხელშეკრულება 2 წელზეა გათვლილი.
შეგახსენებთ, მოთამაშე წარსულში თბილისის "ლოკომოტივის" ღირსებას იცავდა. ბოლოს ფეხბურთელი "როტორის" რიგებში ირიცხებოდა, ვოლგოგრადულ გუნდში 9 შეხვედრა გამართა, თავი 1 გოლითა და 2 ასისტით გამოიჩინა.
რაც შეეხება "ლოკომოტივს", ნიდერლანდელმა 2020-22 წლებში ჯამში 44 მატჩი ჩაატარა და მეტოქის კარი 10-ჯერაც აიღო.