„ტორპედო“ მე-18 წუთზე შორიდან გატანილი ლამაზი გოლით არაბიძემ დააწინაურა, 41-ე წუთზე კი მეორე ყვითელი ბარათი მიიღო გაგნიძემ და სტუმრები კაცნაკლულნი დარჩნენ. ამან გორულ გუნდზე სერიოზულად იმოქმედა. მეორე ტაიმში ქუთაისელები უპირატესობას დაეუფლნენ და შეცვლაზე შესულმა ახვლედიანმა ჰეთ-თრიკი შეასრულა (ორი საგოლე გადაცემა ბუღრიძემ გააკეთა). "დილამ" მხოლოდ დრამეს ერთი გოლით უპასუხა.
„ტორპედო“ 24 ქულით მეშვიდე ადგილზეა და 13 აგვისტოს „საბურთალოს“ დაუპირისპირდება, 34 ქულით მესამე პოზიციაზე მყოფი „დილა“ კი იმავე დღეს ბათუმის „დინამოს“ უმასპინძლებს.
ზესტაფონი. „დავით აბაშიძე“
ტორპედო - დილა 4:1
გოლები: 1:0 არაბიძე (18), 2:0 ახვლედიანი (63), 3:0 ახვლედიანი (74), 3:1 დრამე (78), 4:1 ახვლედიანი (90+3)
გაძევება: გაგნიძე (41)
ტორპედო - დილა 4:1
გოლები: 1:0 არაბიძე (18), 2:0 ახვლედიანი (63), 3:0 ახვლედიანი (74), 3:1 დრამე (78), 4:1 ახვლედიანი (90+3)
გაძევება: გაგნიძე (41)