ეროვნული ლიგის მე-20 ტურში "გაგრასა" და "საბურთალოს" მატჩი 3:3 დასრულდა.
"საბურთალო" მეორე ტაიმში 3:1-ს იგებდა, რამდენიმე მომენტიც ვერ გამოიყენა და დაისაჯა - შეხვედრის დასასრულს "გაგრამ" ორი გოლი გაიტანა და ქულა მოიპოვა.
„საბურთალო“ 30 ქულით მეხუთე ადგილზეა და 13 აგვისტოს „ტორპედოს“ შეხვდება, 19 ქულით მეცხრე პოზიციაზე მყოფი „გაგრა“ კი „ლოკომოტივს“ დაუპირისპირდება.
თბილისი. „დინამო არენა“
გაგრა - საბურთალო 3:3
გოლები: 0:1 სიხარულიძე (7), 1:1 ქობულაძე (37), 1:2 შ. ნონიკაშვილი (48), 1:3 გულიაშვილი (58), 2:3 ლომინაძე (87), 3:3 ბუხაიძე (90)