"დილამ" გონსალვესის ბრწყინვალე გოლით "გაგრასთან" ფრეს მიაღწია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ეროვნული ლიგის მე-19 ტურში "დილასა" და "გაგრას" მატჩი 1:1 დასრულდა.

მასპინძლები წვიმიან ამინდში, მძიმე მოედანზე დიდ უპირატესობას ფლობდნენ, მაგრამ პირველ ტაიმში გოლის გატანა ვერ მოახერხეს, სამაგიეროდ შესვენების შემდეგ სტუმრებმა შეძლეს - ვაწაძემ მეტოქის შეცდომით ისარგებლა და კანევცევის კარი დალაშქრა. „დილამ“ ისევ დიდი ძალებით შეუტია, კვლავ ვერ გამოიყენა რამდენიმე შანსი და ბოლოს და ბოლოს გონსალვესის მიერ საჯარიმოდან გატანილი ულამაზესი გოლით ფრეს მიაღწია.

"დილა" 34 ქულით ჯერჯერობით მესამე ადგილზეა და 29 ივნისს ქუთაისში „ტორპედოს“ დაუპირისპირდება, ხოლო "გაგრამ", რომელმაც 6-მატჩიანი წაგებათა სერია შეწყვიტა,
18 ქულით მეცხრე პოზიციაზეა და იმავე დღეს "საბურთალოს" შეხვდება.

გორი. „თენგიზ ბურჯანაძე“

დილა - გაგრა 1:1
გოლები: 0:1 ვაწაძე (48), 1:1 გოლსალვესი (88)

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული