"სამგურალმა" გაიმარჯვა და მესამე ადგილზე დამკვიდრდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ეროვნული ლიგის მეოცე ტურში დარჩენილი ორი მატჩი გაიმართა.

10-მატჩიანი წაუგებელი სერიის (7 მოგება და 3 ფრე) შემდეგ „სამგურალმა“ ორი მარცხი განიცადა, დღეს კი წვიმიან ამინდში საკუთარ მოედანზე აუტსაიდერი „ლოკომოტივი“ 4:1 დაამარცხა, 36 ქულით მესამე ადგილზე დამკვიდრდა და 13 აგვისტოს სტუმრად „თელავს“ დაუპირისპირდება.

წყალტუბო. „26 მაისი“
სამგურალი - ლოკომოტივი 4:1
გოლები: 0:1 შეყილაძე (37), 1:1 მაისაშვილი (40), 2:1 ნიქაბაძე (65), 3:1 რუხაძე (71, პენ), 4:1 დევდარიანი (88)

ბოლნისში "სიონისა" და "თელავის" შეხვედრა 0:0 დასრულდა.

მკითხველის კომენტარები / 6 /
მოგმართავთ ჟურნალისტებს ერთი კითხეთ რა ჭირს ლოკომოტივს, ესეთი თამაშით უმაღლესი კი არა პირველ ლიგაშიც ძალიან გაუჭირდებათ, რატომ მოხდა ეგრე რომ ესე ცუდად თამაშობენ, ხელი ჩაიქნიეს უკვე და გადაწყვიტეს რომ პირველ ლიგაში გავარდნენ თუ რა ხდება?? გუნდი რომელიც მოსკოვის დინამოს დაამარცხებს და ესპანურ გრანადასთან ღირსეულად ითამაშებს ესე უნდა გაპარტახდეს???
zaza
21:45 02-07-2022
0
"ლოკოს" ამბავი ლექსო თოფურიას ნამუსზე იყოს, მაგრამ წყალტუბო რო ლიდერთა შორისაა ელიგის დონეზე დაფიქრება გვმართებს.
niko
11:43 03-07-2022
3

სიახლეები პოპულარული