"პაატა უწესიერესი ბიჭია... სანამ მას განსჯით..." - რომან ჭანტურია ღუდუშაურის შესახებ "პირატების" განცხადებას ეხმაურება

AutoSharing Option
ბათუმის "დინამოს" ყოფილი ფეხბურთელი რომან ჭანტურია ეროვნული ლიგის ჩემპიონი გუნდის ფანთა ჯგუფ "პირატების" განცხადებას ეხმაურება.

როგორც იცით, გავრცელდა ინფორმაცია, რომ გორის "დილას" ფეხბურთელი პაატა ღუდუშაური "დინამოში" გადავიდა, რასაც "პირატების" უკმაყოფილება მოჰყვა, რადგან ღუდუშაური წარსულში გარიგებულ თამაშებშია ეჭვმიტანილი.

"პაატა უწესიერესი ბიჭია, თავმდაბალი და თავის საქმის პროფესიონალი. არასდროს მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია! მან იწვალა თითქმის 2 წელი და თავის სიმართლე სასამართლოს გადაწყვეტილებითაც კი ნათელია (ისე პროფესიული ფეხბურთში არავინ დაბრუნდებდა როგორც სხვები არ დააბრუნეს თუნდაც).

პირატებო დიდ პატივს გცემთ, ჩემი თქვენ სამი
დამოკიდებულება იცით, მაგრამ სანამ ამ ბიჭს განსჯით მანამდე კარგად გაიცანით და მიხვდებით ჩემს სიტყვებს სიმართლეში. წარმატებები მუდამ თქვენი გულშემატკივარი ჭანტურა." - ამბობს რომან ჭანტურია. 

აქვე კიდევ ერთხელ გაგაცნობთ განცხადებას, რომელიც "პირატებმა" გამოაქვეყნეს:

"გუშინდელი კატასტროფის შემდგომ, დღეს, ვიგებთ, რომ ბათუმის "დინამოს" სურვილი აქვს, პროფესიული მატჩების მოსყიდვის ფაქტზე ბრალდებული ფეხბურთელი დაიმატოს. იმედი გვაქვს, რომ პრესაში გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. ბათუმში მას არავინ ელის.

ასევე, გუშინდელ "მარცხთან“ დაკავშირებით ველოდებით ოფიციალურ განხადებას."

altმატჩების მოსყიდვის ბრალდებით დაკავებულ ფეხბურთელს აქ არავინ ელის - ბათუმის "დინამოს" გულშემატკივრების განცხადება

მკითხველის კომენტარები / 17 /
სრულიად მესმის ამ გულშემატკივარის, ის რომ გარიგებაში შემჩნეული ფეხბურთელი გუნდში არ უნდათ. ეხლა აქ წერს ზოგიერთი რომ, თუ სასამართლომ გაამართლა ესეიგი უდანაშაულოა და მამა აბრამის ბატკანია,თუმცა ვაი რომ ასე არაა.მითუმეტეს რომ ამ ღუდუშაურს განრიდება გაუკეთდა, რაც სულაც არ ნიშნავს იმას რომ მას დანაშაული არ ჩაუდენია,მარტივი სიტყვებით რომ ვთქვათ მას დანაშაული აპატიეს.ვისაც ოდნავაც კი ესმის კანონის, ის დამეთანხმება.
p.s. კიდევ ერთი რამ, ბათუმის დინამოს გულშემატკივარს, პირატები ერქმებათ თუ მეკობრეები,არაფერი ეშლებათ და მათგან შეგიძლიათ გადაიღოთ ბევრი რამ, დანარჩენი გუნდების გულშემატკივრემა.
თომა
24 ივლისი 2022 12:29
1
პირატებს კი არა არღანის თუთიყუშებს ჰგევხართ ისე ლამაზად გამოიყურება თქვენი ჩაცმულობა. მაგრები ხართ.
ნიკა
29 ივლისი 2022 13:25
0
კაცო ერთი რამე გამაგებინეთ, სასამართლომ თუ გაამართლა, არ ყოფილა ხომ დამნაშავე?
ქომაგი
24 ივლისი 2022 11:59
1
საბოლოოდ რომ გაემართლებინათ ერთწლიან დისკვალიფიკაციას არ მისცემდა ფედერაცია. ე.ი. რაღაც შეკიტხვები კიდევ იყო დარჩენილი მასთან
სასჯელი სასჯელია
26 ივლისი 2022 12:34
0
სასწრაფოდ გაყიდოს ბათუმმა აზაროვი და დავითაშვილი.ეს ბიჭები აშკარა რეგრესს განიცდიან საქართველოს ჩემპიონატში და ისტრესებიან ევროტურნირებზე.და გადაირქვას ეს დინამო,არაა ბათუმი დინამო.ბათუმია.არანაირი ისტორია არ აქვს დინამო ბათუმს,დინამო თბილისისგან განსხვავებით,რომ ისტორიული ტრადიციის გამო ერქვას დინამო.
master
24 ივლისი 2022 10:29
0
ისეი იწუნებენ ღუდუშაურს თითქოს კარგი მდგომარეობა ჰქონდეთ, ნუ მოიყვანთ ბატონო მოიყვანეთ უცხოეთიდან მაგრამ საქმეც ისაა რომ არავინ მოვა ამიტომ არის ადგილობრივი ჩემპიონატის რესუსრსის ხარჯზე ცდილობენ ერთი გუნდის შეკოწიწებას
Nika
23 ივლისი 2022 23:35
2
რა სახელია პირატები, თუ აჭარასთან ასოცირება გინდათ დეირქვით ჯო, განდაგანა.D
ეეე
23 ივლისი 2022 17:20
14
არავითარ შემთხვევაში არ ვისურვებდით უკვე ერთხელ დამძიმებულ სიტუაციაში კიდევ უფრო ამ მდგომარეობის დამძიმებას.ვინ არის ეს ღუდუშაური (რაცარუნდა წარსული ჰქონდეს,მითუმეტეს ერთხელ შეცდა,გათვიცნობიერებლად თუ გაუთვიცნობიერებლად,ის ამაზე წავიდა.დიდი ალბათობაა იმისა,რომ მეორედ არ დაუბრუნდეს “შეცდომას”) ესეთი,რომ მასზზეა ბათუმის დინამოს მომავალი ვექტორი დაყრდნობილი.ის შეიძლებოდაა ვინც ცოტა ეშხს მატებდა (გაფრინდაშვილი) და შედეგიანობით გამოირჩეოდა,გაეშვა გუნდს ევროტურნირების წინ,თან.რა ვეღარ მიხვდით ბავშვები ხვდებიან უკვე (დიდი მოკითხვა არასრულწლოვან პირატებს) რომ ცოტა ფინანსებს თუ არ გაიღებ,წარმატებას ვერ მიაღწევ.ვაწაძე და ღუდუშაური იქნებოდა ახლაა?!”ცოტა გაახილეთ თვალები რას აკეთებთ”?! სირცხვილია უკვე.მასხრად აგდებაა ეს ევროპიდან ჩვენი მისამართით..
ბათუ
23 ივლისი 2022 17:13
7
მართლა ეეე! რას ბოდავ! შენ რა გგონია, რომ არა მთელი საქართველოს რესურსი ბათუმელი ფეხბურთელებით შეიქმნებოდა ასეთი გუნდი. ზედმეტი ხომ არ მოსდის ფან კლუბს გუნდის პოლიტიკაში, რომ ერევა??? ამ ბიჭმა სასამართლოთი დაამტკიცა თავისი უდანაშაულობა. სანამ ვინმეს ქვას ესვრი საკუთარ თავში ჩაიხედე!!
ეეე-ს
23 ივლისი 2022 20:58
3
გეთანხმები. გაფრინდაშვილი კარში მაინც ურტყამდა და.. ღუდუშაურის გაფუჭებული მომენტები რომ ნახო გააფრენ.. მაგ: წინა წელს - ჟილინასთან იმდენი მაზა.. 2-3 გოლი უნდა შეეგდო მარტო ამას.
ილია
23 ივლისი 2022 17:34
1
ეს პირატები გუნდის ფანებზე უფრო ბერიძის და გეგუჩაძის პირადი ფანებია.გეგუჩაძის ადგილზე სხვა რომ ყოფილიყო,მის გადადგომას მოითხოვდნენ,მაგრამ ამ ე.წ. ფანების ლიდერები გუნდის სტრუქტურაში არიან დასაქმებულები და ხელფასებსაც იღებენ.და ერთიც უნდა ვუთხრა ამ ფანებს.უკრაინის მხარდასაჭერ ბანერებს რომ გადმოფენთ,ჯერ ეგ რუსული სახელი გადაირქვით.ბევრმა თქვენთაგანმა არც იცის რომ პირატები რუსული სიტყვაა და ქართულად მეკობრეებს ნიშნავს.რუსეთი ოკუპანტია.დიდება საქართველოს.
zaza
23 ივლისი 2022 16:30
16
ბერძნული წარმოშობის სიტყვაა!!!
გიორგი
23 ივლისი 2022 16:56
0
Cecadzis da misi shtabis tu bandis mcvrtneloba ar gaishvas
Simartle
23 ივლისი 2022 16:02
6
კაი ბიჭი ხარ რომა,გვერდში დგომა დახმარება და სანამ ნეგატიური სიტვაციაა მაშინ უნდა ამოუდგე ადამიანს გვერდით,თორე გოლების გატანას ან დაღმართზე სიარულს რო დაიწყებს მერე ყველა მაგარია.(უამრავი სხვა მაგალითის თქმა შეიძლებოდა მეჩქარებოდა უბრალოდ) წარმატებები ბათუმს 5-0ს ესე ნუ გავატარებთ ძმებო 2-0,3-1 რაღაც დაუბრუნოთ რა კარი გავიჯახუნოთ,არ დაიშალოთ გთხოვთ გულშემატკივრიან კლუბიანა ყველას გთხოვთ,ძალიან სასიამოვნო საყურებელი იყო თქვენი თუნდაც თბილისიდან ყურება
მირო
23 ივლისი 2022 15:42
5
გეთანხმები ჭანტურ!!!რაც შეეხება ე.წ. პირატებს თუ გუნდზე გული შეგტკივათ გეგუჩაძე მოიშორეთ,არ დამიწყოთ ოღონდ პირველი ლიგიდან ამოგვიყვანაო და ჩემპიონობაო...მაგ შემადგენლობით ცეცაძე უფრო მეტს მიაღწევდა)))
გიუᲨა
23 ივლისი 2022 15:06
21

სიახლეები პოპულარული