"დინამო თბილისი" ორმა ლეგიონერმა დატოვა. ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, ესპანელ მეკარესთან, ანდრეს პრიეტოსთან, კონტრაქტი გაწყდა. რაც შეეხება საიმონ ბენიოს, მისი მოქმედი კონტრაქტი, რომელიც მიმდინარე წლის 28 ივლისის ჩათვლით არის გაფორმებული, აღარ გახანგრძლივდება და ტოგოელი მცველი ჩვენს კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.
ანდრეს პრიეტო "დინამო თბილისს" 2021 წლის აგვისტოში შემოუერთდა. ამ პერიოდის განმავლობაში მან თბილისური კლუბის მაისურით 35 შეხვედრა გამართა, საიდანაც 15 თამაში გოლის გაუშვებლად დაასრულა. რაც შეეხება საიმონ ბენიოს, იგი "დინამოს" ღირსებას 2020 წლიდან იცავდა და 71 მატჩში აქვს მონაწილეობა მიღებული, მის
ანგარიშზე ექვსი გოლი და ორი საგოლე გადაცემაა. ტოგოელი მცველი "დინამოსთან" ერთად საქართველოს ჩემპიონი გახდა და სუპერთასი მოიგო.
"დინამო თბილისი" მადლობას უხდის ორივე ფეხბურთელს კლუბში გატარებული პერიოდისთვის და წარმატებას უსურვებს მომავალ კარიერაში.
ანდრეს პრიეტო "დინამო თბილისს" 2021 წლის აგვისტოში შემოუერთდა. ამ პერიოდის განმავლობაში მან თბილისური კლუბის მაისურით 35 შეხვედრა გამართა, საიდანაც 15 თამაში გოლის გაუშვებლად დაასრულა. რაც შეეხება საიმონ ბენიოს, იგი "დინამოს" ღირსებას 2020 წლიდან იცავდა და 71 მატჩში აქვს მონაწილეობა მიღებული, მის
"დინამო თბილისი" მადლობას უხდის ორივე ფეხბურთელს კლუბში გატარებული პერიოდისთვის და წარმატებას უსურვებს მომავალ კარიერაში.
fcdinamo.ge
გასაგებია, ესენი არ იყვნენ ტოპ ლეგიონერები, მაგრამ წესით ფეხბურთელს გუნდიდან უშვებენ მაშინ, როცა, მინიმუმ ძირითად შემადგენლობაში ვერ ხვდება. ეს ორივე ფეხბურთელი იყო დინამოს ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი და გაუშვეს, ანუ უფრო სუსტები დატოვეს გუნდში. სასაცილოა.
ჯერ მოიყვანეთ უკეთესები (თუ რამის თავი გაქვთ) და შემდეგ გაუშვით ეგ ხალხი. ყველაფერში უკუღმართი რანაირად ხართ? არაფრის ღირსი არ ხართ საერთოდ და იმიტომაც ვერც აღწევთ ვერაფერს.
პ.ს. ბათუმიც ამათ გზას დაადგა :)) საგიჟეთი.
პირადად ბენიოს გამო ვართ გამოვარდნილი წელსაც და შარშანაც ევროტურნირებიდან. ფეხს აცილებდა ბურთს ყველა თამაშში რამოდენიმენეჯერ. პირადად მაგის გამო გვაქ დაკარგული რეიტინგში ქულები და მინიმუმ 2 მილიონ ლარზე მეტი (რა შემოსავალიც უნდა მიგვეღო უეფასგან)