თბილისის "დინამო" კაპიტანმა დატოვა

AutoSharing Option
დინამო თბილისი კლუბის კაპიტანს გიორგი პაპავას დაემშვიდობა. მხარეებს შორის კონტრაქტი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეწყდა.

გიორგი პაპავა: "დინამო ჩემთვის ოჯახია, აქ თავს ისე ვგრძნობ როგორც სახლში. აქ გავიზარდე და ჩამოვყალიბდი პროფესიონალ ფეხბურთელად და მუდამ დინამოს გულშემატკივრად დავრჩები. ამ კლუბმა ჩემს ცხოვრებასა და კარიერაში უდიდესი როლი ითამაშა. ამ ყველაფრისთვის მსურს მადლობა ვუთხრა დინამოს. გარკვეული პერიოდი ჩემს დინამოურ კარიერაში პაუზა იყო და დაბრუნების შემდეგ კაპიტნად ამირჩიეს. ეს ჩემთვის უდიდესი პასუხისმგებლობა და პატივი იყო, რადგან დინამო უდიდესი კლუბია, სადაც უამრავ ლეგენდას უთამაშია."

გიორგი პაპავა დინამო
თბილისის აღზრდილია, 2020 წლის სეზონიდან კი, იგი გუნდის კაპიტანი გახლდათ. გამოცდილ ნახევარმცველს დინამოს მაისურით 182 შეხვედრა აქვს გამართული, ამ პერიოდის განმავლობაში კი, მან ექვსი გოლი გაიტანა და ხუთი საგოლე გადაცემა შეასრულა.

პაპავა ლურჯ-თეთრი ფორმით საქართველოს ოთხგზის ჩემპიონია, საქართველოს თასი სამჯერ აქვს მოგებული, ხოლო სუპერთასი ერთხელ.

​დინამო თბილისი კლუბში გატარებული პერიოდისთვის მადლობას უხდის კაპიტანს და წარმატებას უსურვებს მომავალ საფეხბურთო კარიერაში.

fcdinamo.ge

მკითხველის კომენტარები / 9 /
კაპიტანი იყო ჩივაძე. მას მერე დინამოს აღარ ყოლია კაპიტანი
ზურაბ
09:09 31-07-2022
2
ფიფია აღარ მიდის? თუ ახალი ზღაპარია
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული