აზაროვის და დავითაშვილის "დინამოდან" წასვლა დადასტურდა - რა ტრანფერებსა და ლეგიონერების ჩამოყვანას აანონსებს არჩილ ბერიძე ბათუმურ გუნდში

AutoSharing Option
ბათუმის "დინამოს" პრეზიდენტმა არჩილ ბერიძემ გადაცემა "სპორტი იმედზე" სტუმრობისას დაადასტურა, რომ კლუბს ორი ფეხბურთელი ზურიკო დავითაშვილი და ირაკლი აზაროვი ტოვებენ.

როგორც მან აღნიშნა, ფეხბურთელების აგენტი მამუკა ჯუღელი უცხოეთშია წასული და ორივე მათგანის ტრანსფერზე მუშაობს და წესით, გარიგებას წინ აღარაფერი უნდა დაუდგეს, რაც "დინამოს" ფინანსურად გააძლიერებს, ამ თანხას კი გაძლიერებისთვის და გამოცდილი ლეგიონერების ჩამოყვანისთვის გამოიყენებენ.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ მამუკა ჯუღელმა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში განაცხადა, რომ ზურიკო დავითაშვილისა და ირაკლი აზაროვის დამატება სერია A-ს გუნდებს სურთ.
მკითხველის კომენტარები / 33 /
კი მაგრამ ამათზე რო ლაპარაკობს ხვიჩას ტრანსფერის ფული რა უყო? თუ რუბინში გადაირიცხა?
gio
31 ივლისი 2022 19:44
4
ხვიჩა რუბინის საკუთრება იყო და ვის ჩაერიცხებოდა?!
ბოსკამპის უკვდავი ფრაზა!
01 აგვისტო 2022 06:37
0
ბათუმმა ამ ორ ტრანსფერში მინიმუმ 5 მილიონი მაინც უნდა მიიღოს და ამ თანხით ნორმალური ლეგიონერების მოყვნა შეიძლება
მავროდი
31 ივლისი 2022 19:37
0
წარმატებით შლიან ბათუმს ყოჩაღ.
გიორგი
31 ივლისი 2022 18:56
4
წარმატებები ჩვენს ფეხბურთელებს და... ნაკრებს!!!
tngh
31 ივლისი 2022 18:01
0
არ ვიცი ვინ როგორ ფიქრობს, მაგრამ ზურიკო, აზარა და ალთუნაშვილი ძაან დონეები არიან. ნებისმიერ ჩემპიონატში გაქაჩავენ პატარა ადაპტაციის გავლის შემდეგ
შაკო
31 ივლისი 2022 17:37
2
ქოჩორაშვილი ლალიგა 2შია
გოგის
31 ივლისი 2022 17:26
0
რაც შეიძლება მეტი ჩ ენებური ტოპლიგებში,ლალოგაზეც დაიწერა გუშინ ალთუნაშვილზე,(ადრე კაკაბაძეზეც ბუნდესლიგიდან)იმედია ასეც იქნება✊
გომორძგუა მარგალეფც
31 ივლისი 2022 17:23
0
გული დამწყდა მარა ასე ჯობია .
dato
31 ივლისი 2022 17:16
0
კარგია კარგია
ტოპ გუნდებში რაც შეიძლება მეტნი.
ეს წამოწევს ადგილობრივ კლუბებს, მოტივაცია გაიზრდება.
ასევე ნაკრები გვიძლიერდება.
მგონი კარგ გზაზე ვდგავართ
თენგო
31 ივლისი 2022 16:30
1
აი რას ნიშნავს ნაკრების კარგი თამაში ! ჩაატარა ნაკრებმა მაგარი ათამაშები ესპანეთთან შცედეთთან ბულგარეთთან მაკედონიასთან და ეგრევე ამოძრავდნენ ტოპ ლიგების გუნდები ! თავის დროზეც რომ ქონოდა ნაკრებს თამაში და შედეგები ქართველები რეალში ლივერპულში იუვეში და ბარსელოონაში ითამაშებდნენ !
zura222
31 ივლისი 2022 16:19
8
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული