როგორც მან აღნიშნა, ფეხბურთელების აგენტი მამუკა ჯუღელი უცხოეთშია წასული და ორივე მათგანის ტრანსფერზე მუშაობს და წესით, გარიგებას წინ აღარაფერი უნდა დაუდგეს, რაც "დინამოს" ფინანსურად გააძლიერებს, ამ თანხას კი გაძლიერებისთვის და გამოცდილი ლეგიონერების ჩამოყვანისთვის გამოიყენებენ.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ მამუკა ჯუღელმა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში განაცხადა, რომ ზურიკო დავითაშვილისა და ირაკლი აზაროვის დამატება სერია A-ს გუნდებს სურთ.
ტოპ გუნდებში რაც შეიძლება მეტნი.
ეს წამოწევს ადგილობრივ კლუბებს, მოტივაცია გაიზრდება.
ასევე ნაკრები გვიძლიერდება.
მგონი კარგ გზაზე ვდგავართ