აზაროვის და დავითაშვილის "დინამოდან" წასვლა დადასტურდა - რა ტრანფერებსა და ლეგიონერების ჩამოყვანას აანონსებს არჩილ ბერიძე ბათუმურ გუნდში

AutoSharing Option
ბათუმის "დინამოს" პრეზიდენტმა არჩილ ბერიძემ გადაცემა "სპორტი იმედზე" სტუმრობისას დაადასტურა, რომ კლუბს ორი ფეხბურთელი ზურიკო დავითაშვილი და ირაკლი აზაროვი ტოვებენ.

როგორც მან აღნიშნა, ფეხბურთელების აგენტი მამუკა ჯუღელი უცხოეთშია წასული და ორივე მათგანის ტრანსფერზე მუშაობს და წესით, გარიგებას წინ აღარაფერი უნდა დაუდგეს, რაც "დინამოს" ფინანსურად გააძლიერებს, ამ თანხას კი გაძლიერებისთვის და გამოცდილი ლეგიონერების ჩამოყვანისთვის გამოიყენებენ.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ მამუკა ჯუღელმა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში განაცხადა, რომ ზურიკო დავითაშვილისა და ირაკლი აზაროვის დამატება სერია A-ს გუნდებს სურთ.
მკითხველის კომენტარები / 33 /
ამხელა სათაურია და ტექსტში არაფერი წერია...
კირკიტა
01 აგვისტო 2022 17:26
0
ამდენ ძებნას და ჩამოყვანას და მერე არ გამოდგას ძახილს იქნებ აქაურების მომზადება გესწავლათ
1.2.3.4.5.
01 აგვისტო 2022 11:05
0
ახალგაზრდა და კარგი ლეგიონერების ჩამოყვანა შეიძლება იგივე უკრაინიდან, ასევე ლათინური ამერიკის ქვეყნებიდან.
მერაბი
01 აგვისტო 2022 10:19
0
ხვიჩას ფული სად წავიდა? თუ ლეგიონერები მოგყავს?
koba
01 აგვისტო 2022 09:18
0
ყველამ თავის ჯიბეს მიხედოს, ჯობია.
გიზოგ
01 აგვისტო 2022 11:00
0
https://www.youtube.com/watch?v=hR9qreO5arE
bavaria
31 ივლისი 2022 22:55
0
ლინკი ჩააგდეთ რა
valeri
31 ივლისი 2022 22:43
1
წლების წინაც თქვა ფლამარიონზე უგრო ძლიერ ფეხბურთელებს ჩამოვიყვანო მაგრამ ფლამარიონზე უკეთესი ლეგიონერი ჯერ არ ყავს ასე რომ ბერიძეს ვურჩევდი ფიფიასავით ჩუღინა და პუღინას იარლიყი არ აიკრას გარდა ამისა საშინელი ცენტრალური მცველები ყავს დინამო ბათუმს
ბალეშიკ
31 ივლისი 2022 22:43
1
დვალიშვილი ჯუგელი გეგუცაძე .მაფია ბესმერტნა
batumi
31 ივლისი 2022 21:54
3
ასეთი კლასის ფეხბურთელებს 50-70 ათასი რომ დაუნიშნო ხელფასად, არსადაც არ წავლენ, ამათ გვერდით ახლებიც გაიზრდებიან, გუნდიც შეთამაშდება და მერე შეიძლება ჩემპიონთა ლიგაზე ან ნებისმიერი ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ფიქრი, 2-3 წელიწადში ამათი ფასიც გაიზრდება, მოგებაც მეტი დარჩება კლუბს, ან ფული არა აქვთ ამდენი ან აქვთ და ვერ იმეტებენ, ფიფია საერთოდ მგონი ამ საქმეში იმბეცილია, ისეთი ფეხბურთელები დაკარგა ბოლო 2-3 წელიწადში, რომ შემდგომ 2-3 წელიწადში 100 მილიონამდე მოგებას მოუტანდნენ, ასეთი ხალხი ქართულ ფეხბურთში არ უნდა იყვნენ, ბერიძეზე ასეთ რამეს ჯერ ვიტყვი, ეს ბიჭები მათი პროდუქტი არ იყო და მათ ვერ გააჩერებდნენ.
???
31 ივლისი 2022 20:06
1
სწორედ მაგია შეცდომა და მაგიტომაც ვერ მივდივართ წინ ევრო ტურებზე.გავყიდოთდა გუნდის ფავორიტები ფული უნდა მოვიგოთ და მერე ისეთები უნდა ვიყიდოთ რომ ფულიც დაგვრჩეს გუნდში წინსვლისთვის.ეს ისეთი აბსურდია 2×2=5 2 წლის ბავშვს რომ უთხრა გაეცინება.
არც ენთუზიაზმი არც პატრიოტიზმი(თუმცა მაგიც სადაა) არც ადამიანობა არ შერჩა ამ ჩვენს ფეხბურთს.ასე რამ გაგაბოროტად ფულის გამო ხალხნოოო?
ერთი წელი მაინც გაძელით წარმატებისთვის მერე ხომ ფულიც მოიმატებს "ალიშვერიშის" ასაწყობად.მაგრამ ჩვენ ფულის გამო ბავშვებსაც ვყიდდით და არა მარტო
ზურაბ
31 ივლისი 2022 20:01
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული