"დინამოდან" წასული კაპიტანი გიორგი პაპავა კარიერას უზბეკეთში გააგრძელებს

AutoSharing Option
თბილისის "დინამოდან" რამდენიმე დღის წინ წასული გუნდის ყოფილი კაპიტანი გიორგი პაპავა კარიერას უზბეკურ "ოლმალიქში" გააგრძელებს.

აღნიშნული გუნდი უზბეკეთის მიმდინარე პრემიერლიგაში მე-6 პოზიციაზე იმყოფება და ლიდერს 4 ქულით ჩამორჩება.

გიორგი პაპავა "დინამო თბილისის" აღზრდილია, 2020 წლის სეზონიდან კი იგი გუნდის კაპიტანი გახლდათ. გამოცდილ ნახევარმცველს "დინამოს" მაისურით 182 შეხვედრა აქვს გამართული, ამ პერიოდის განმავლობაში კი მან ექვსი გოლი გაიტანა და ხუთი საგოლე გადაცემა შეასრულა.

პაპავა ლურჯ-თეთრი ფორმით საქართველოს ოთხგზის ჩემპიონია, საქართველოს თასი სამჯერ აქვს მოგებული, ხოლო სუპერთასი - ერთხელ.

მკითხველის კომენტარები / 7 /
მადლობა კაპიტანო სიმართლისთვის!!!
FC Dinamo Tb.
02 აგვისტო 2022 13:08
0
დაასრულა ფაქტობრივად კარიერა და ეგაა.
იდუმალა
02 აგვისტო 2022 00:08
0
Aset qveknebs da gundebs sad pouloben?amas ar jobs kviprosi an tundac azerebi?ravi tu ase gadawkvita gmertma xeli moumartos!!!
Givi
01 აგვისტო 2022 21:07
0
აქ რომ დავწერე დინამომ ბალასტი მოიშორაო დისლაიქებით გამავსეს.აა ფაქტი უზბეკეთის ოლმალიქში რომ წავა სათამაშოდ დინამოს კაპიტანი ბალასტი არ ქვია მას?ასევე აუცილებლად გასაშვებია გაბედავა და სხირტლაძე.გაბედავა კიდევ იბრძვის თამაშობს რაც შეუძლია და წარსულშიც უთამაშია,მაგრამ რაც დინამოში გადავიდა კაპიკის საქმე არ გაუკეთენია.ეს სხირტლაძე სამოყვარულო დონეა,ფეხები ებლანდება.ასეთი თავდამსხმელის იმედად რომ ხარ კლუბი,საერთოდ რაზე უნდა გქონდეს პრეტენზია???
master
01 აგვისტო 2022 12:20
8
მაგრად ერკვევი მასტერ, სხირტლაძე თუ სამოყვარულო დონეა და გაბედავა ჯობია სხირტლას მაშინ შეგიძლია სხვა სპორტს უყურო. საუკეთესო თავდამსხმელია საქართველოს ჩემპიონატში და თუ ვერ ხვდები სისულელეების წერას მაინც შეეშვი ან ვინმეს კითხე ვინც ერკვევა
მასტერ
01 აგვისტო 2022 12:40
1
ეს რო კაპიტანი იქნება ახალგაზრდა ბიჭი სად მიდის სათამაშოდ
beqa
01 აგვისტო 2022 11:28
1
რაღა ახალგაზრდა, 29 წლისაა უკვე. 3-4 წელზე მეტი კი არ დარჩა სათამაშოდ
Superman
01 აგვისტო 2022 11:53
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული