აღნიშნული გუნდი უზბეკეთის მიმდინარე პრემიერლიგაში მე-6 პოზიციაზე იმყოფება და ლიდერს 4 ქულით ჩამორჩება.
გიორგი პაპავა "დინამო თბილისის" აღზრდილია, 2020 წლის სეზონიდან კი იგი გუნდის კაპიტანი გახლდათ. გამოცდილ ნახევარმცველს "დინამოს" მაისურით 182 შეხვედრა აქვს გამართული, ამ პერიოდის განმავლობაში კი მან ექვსი გოლი გაიტანა და ხუთი საგოლე გადაცემა შეასრულა.
პაპავა ლურჯ-თეთრი ფორმით საქართველოს ოთხგზის ჩემპიონია, საქართველოს თასი სამჯერ აქვს მოგებული, ხოლო სუპერთასი - ერთხელ.