თბილისის "დინამოს" ერთ-ერთი ლიდერი ბათუმში ვერ ითამაშებს და კარიერის გაგრძელება მხოლოდ საზღვარგარეთ შეუძლია

AutoSharing Option
მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიუხედავად, Sportall.ge-მ გაარკვია, რომ გიორგი მოისწრაფიშვილი თბილისის "დინამოს" შემადგენლობაში რჩება და იქედან გამომდინარე, რომ ეროვნულ ლიგაში კონტრაქტიანი ფეხბურთელის რეგისტრაციის თარიღი საქართველოში 20 ივლისამდეა, ნახევარმცველი კარიერის გაგრძელებას მხოლოდ საზღვარგარეთ შეძლებს.

20 წლის (21-ის სექტემბერში გახდება) მოისწრაფიშვილს მიმდინარე ეროვნულ ლიგაში 3 გოლი და 5 შედეგიანი პასი აქვს. ის თბილისელთა რიგებში 2 სეზონის განმავლობაში თამაშობს, მანამდე კი "თელავის" ღირსებას იცავდა.

თბილისიდან პირდაპირ ბათუმის "დინამოში" დღევანდელი შემადგენლობიდან ირაკლი აზაროვი, გიორგი ზარია და მილან რადინი ჩაირიცხნენ, მოისწრაფიშვილი კი, თუკი ტრანსფერი განხორციელდებოდა, მე-4
ფეხბურთელი იქნებოდა.

ეროვნული ლიგა 13 აგვისტოს განახლდება. ამ დღეს, 21-ე ტურში, თბილისის "დინამო" ბოლნისის "სიონს" უმასპინძლებს, მეორე დღეს კი გათამაშების ლიდერი ბათუმის "დინამო" გორის "დილას" ესტუმრება.

alt"დინამოდან" წასული კაპიტანი გიორგი პაპავა კარიერას უზბეკეთში გააგრძელებს

მკითხველის კომენტარები / 15 /
და რა მოხდა რატომ არავინ არ კითხულობს.წაიკითხეთ ლელო და იქ წერია ყველაფერი,რომ რეჟიმთან აქვს პრობლემები,შეუნიშნავთ რამოდენიმეჯერ ღამის კლუბებში და გადაიყვანეს დინამო2.თუ ასეა,მე ვემხრობი ასეთ გადაწყვეტილებას.ახლაკაცი გიჟი კი არ იყო ბიჭებს მთი დღე ბაზაზე რომ ამყიფებდა.ეს არის ამათი სამსახური და ამ სამსახურში ბევრისგან განსხვავებით საკმაოდ კარგ გასამრჯელოს ღებულობენ.აბა მწვრთნელი გიჟი ხომ არაა,რომ პერსლექტიული,პერსპექტიული, მოთამაშე რომ სხვა,რანგით დაბალ გუნდში გაუშვას.რაღაცაში ალბათ საქმე.ამიტომ ყველამ კეთილ ინებოს და თავისი საქმე აკეთოს.
კახა ქ.
02:43 04-08-2022
2
მე მგონი ჭიაც ისე იზამს, მოუწევს სადღაც ჩაძრომა: ბიჭი ნაკრებში მაგრად თამაშობს (ახალგაზრდულს ვგულისხმობ) და დინამოში არ ჭირდება?! მგონი დინამოს ისეთი მწვრთნელი სჭირდება, ვისაც დინამოც სჭირდება!
lekso
20:04 03-08-2022
8
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული