"დინამოდან" წასული კაპიტანი გიორგი პაპავა კარიერას უზბეკეთში გააგრძელებს

AutoSharing Option
თბილისის "დინამოდან" რამდენიმე დღის წინ წასული გუნდის ყოფილი კაპიტანი გიორგი პაპავა კარიერას უზბეკურ "ოლმალიქში" გააგრძელებს.

აღნიშნული გუნდი უზბეკეთის მიმდინარე პრემიერლიგაში მე-6 პოზიციაზე იმყოფება და ლიდერს 4 ქულით ჩამორჩება.

გიორგი პაპავა "დინამო თბილისის" აღზრდილია, 2020 წლის სეზონიდან კი იგი გუნდის კაპიტანი გახლდათ. გამოცდილ ნახევარმცველს "დინამოს" მაისურით 182 შეხვედრა აქვს გამართული, ამ პერიოდის განმავლობაში კი მან ექვსი გოლი გაიტანა და ხუთი საგოლე გადაცემა შეასრულა.

პაპავა ლურჯ-თეთრი ფორმით საქართველოს ოთხგზის ჩემპიონია, საქართველოს თასი სამჯერ აქვს მოგებული, ხოლო სუპერთასი - ერთხელ.

მკითხველის კომენტარები / 7 /
მადლობა კაპიტანო სიმართლისთვის!!!
FC Dinamo Tb.
13:08 02-08-2022
0
დაასრულა ფაქტობრივად კარიერა და ეგაა.
იდუმალა
00:08 02-08-2022
0

სიახლეები პოპულარული