თბილისის "დინამოს" ერთ-ერთი ლიდერი ბათუმში ვერ ითამაშებს და კარიერის გაგრძელება მხოლოდ საზღვარგარეთ შეუძლია

AutoSharing Option
მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიუხედავად, Sportall.ge-მ გაარკვია, რომ გიორგი მოისწრაფიშვილი თბილისის "დინამოს" შემადგენლობაში რჩება და იქედან გამომდინარე, რომ ეროვნულ ლიგაში კონტრაქტიანი ფეხბურთელის რეგისტრაციის თარიღი საქართველოში 20 ივლისამდეა, ნახევარმცველი კარიერის გაგრძელებას მხოლოდ საზღვარგარეთ შეძლებს.

20 წლის (21-ის სექტემბერში გახდება) მოისწრაფიშვილს მიმდინარე ეროვნულ ლიგაში 3 გოლი და 5 შედეგიანი პასი აქვს. ის თბილისელთა რიგებში 2 სეზონის განმავლობაში თამაშობს, მანამდე კი "თელავის" ღირსებას იცავდა.

თბილისიდან პირდაპირ ბათუმის "დინამოში" დღევანდელი შემადგენლობიდან ირაკლი აზაროვი, გიორგი ზარია და მილან რადინი ჩაირიცხნენ, მოისწრაფიშვილი კი, თუკი ტრანსფერი განხორციელდებოდა, მე-4
ფეხბურთელი იქნებოდა.

ეროვნული ლიგა 13 აგვისტოს განახლდება. ამ დღეს, 21-ე ტურში, თბილისის "დინამო" ბოლნისის "სიონს" უმასპინძლებს, მეორე დღეს კი გათამაშების ლიდერი ბათუმის "დინამო" გორის "დილას" ესტუმრება.

alt"დინამოდან" წასული კაპიტანი გიორგი პაპავა კარიერას უზბეკეთში გააგრძელებს

მკითხველის კომენტარები / 15 /
და რა მოხდა რატომ არავინ არ კითხულობს.წაიკითხეთ ლელო და იქ წერია ყველაფერი,რომ რეჟიმთან აქვს პრობლემები,შეუნიშნავთ რამოდენიმეჯერ ღამის კლუბებში და გადაიყვანეს დინამო2.თუ ასეა,მე ვემხრობი ასეთ გადაწყვეტილებას.ახლაკაცი გიჟი კი არ იყო ბიჭებს მთი დღე ბაზაზე რომ ამყიფებდა.ეს არის ამათი სამსახური და ამ სამსახურში ბევრისგან განსხვავებით საკმაოდ კარგ გასამრჯელოს ღებულობენ.აბა მწვრთნელი გიჟი ხომ არაა,რომ პერსლექტიული,პერსპექტიული, მოთამაშე რომ სხვა,რანგით დაბალ გუნდში გაუშვას.რაღაცაში ალბათ საქმე.ამიტომ ყველამ კეთილ ინებოს და თავისი საქმე აკეთოს.
კახა ქ.
04 აგვისტო 2022 02:43
2
მე მგონი ჭიაც ისე იზამს, მოუწევს სადღაც ჩაძრომა: ბიჭი ნაკრებში მაგრად თამაშობს (ახალგაზრდულს ვგულისხმობ) და დინამოში არ ჭირდება?! მგონი დინამოს ისეთი მწვრთნელი სჭირდება, ვისაც დინამოც სჭირდება!
lekso
03 აგვისტო 2022 20:04
8
ბათუმის დინამოში როგორ გაუშვეს?! ბათუმში გაშვებას ჯობიდა რუსეთის 3 ლიგაში გაეშვას
სიმართლე
03 აგვისტო 2022 15:43
36
მე ვგულისხმობ კონკურენტ გუნდში არ შეიძ₾ება გაშვება და სადაც გინდა გაუშვი სხვაგანთქო! მე რომ ვიყო დინამოს შეფი ჩემ ერთ ერთ საუკეთესო ფეხბურთელს პირდაპირ კონკურენტ გუნდში არ გაუშვებდი. ეგ კი არა მსგავსი პუნქტები კონტრაქტში ბანკის თანამშრომელბააც უდევს!
სიმართლე
03 აგვისტო 2022 22:25
1
მაგ "სიმართლით" იარე )))))))
._.
03 აგვისტო 2022 19:20
0
ფაქტია თბილისის დინამოს აკადემია მაგრად მუშაობს, იქნებ ბათუმის დინამომაც იზრუნოს ამ საკითხზე, სხვის ფეხბურთელებს რომ დასდევს. რაც უფრო ბევრ კარგ ახალგაზრდას აღმოვაჩენთ საქართველოში, მით უფრო წინ წაიწევს ქართული ფეხბურთი
anti
03 აგვისტო 2022 13:10
2
ბათუმის დინამო დაშლის პიარს იყო,არჩილ ბერიძემ რომ შეიძინა.გუნდი მეორე ლიგაში გავარდა და სათამაშო სტადიონიც ძველმა მთავრობამ დაუნგრია 20006 წელს.მგონი მეხუთე წელია ,რაც ბბათუმის აღორძიკება დაიწყო,მგონი სამი წელია,რაც საკუთარი აკადემია გახსნენს და სამ წელიწადში,დიდი გუნდისათვის ბავშვების გაზრდა რომ ვერ მოესწრება,მგონი ცხადია.სულ ცოტა სამი წელი მაინც დასჭირდება,რომ აკადემიის გამოშვებული ბიჭები,ძირითად შემადგენლობამდე გაიზარდონ.ამას ვერსად გავექცევით,უნდა მოვიცადოთ.
სოსო
03 აგვისტო 2022 17:53
0
აკადემიის კიდევ ერთი აღზრდილი, რომლისგანაც მინიმალური მიიღო დინამომ, ბოლოს ხვადაგიანიც სკამზე დასვეს და ბენიოს ხატავდნენ კანავაროდ. კარგი ბიჭია მოისწრაფიშვილი, თანაც დინამოში 10-იანის პოზიციაზე არ ათამაშებდნენ, ცენტრალურ ნახევარმცველად ჰყავდათ დაწეული და მიუხედავად ამისა კარგი სტატისტიკაც გაიკეთა და ბევრი ლამაზი მომენტიც შექმნა ფიფიას სალობიეში. 21 წლამდე ნაკრებში უთამაშია 10-იანზე და დააკვირდით სანამ ასე ერთი ხელის მოსმით გადაშლით ამ ახალგაზრდა ბიჭს.

შეუერთდა მამარდაშვილი, კვარაცხელია, დავითაშვილი, აზაროვის რიგებს, რომლებმაც აკადემია გაიარეს, დინამომ ვერ დააფასა და სხვაგან იპოვეს თავიანთი თავიც და გუნდიც.

წარმატებები მოისწრაფიშვილის, ახალგაზრდული ნაკრებისთვის კარგია, ბათუმელ გულშემატკივარსაც მალე შეაყვარებს თავს.
რუსეთიმტერია
03 აგვისტო 2022 13:00
3
მე მაქვს კითხვა მათთან, ვისაც გული დაწყდა რომ დინამომ მოისწრაფიშვილი გაუშვა:
ოდესმე, როემლიმე მნიშვნელოვან თამაშში რაიმე მნიშვნელოვანი გაუკეთებია მოისწრაფიშვილს?
მაგალითად ევროტურნირებზე ან ბათუმთან დერბიში.
ვერ გავიგე რაზე დაგწყდათ გული.
მარტო ლოკომოტივის საბავშვო ბაღთან რომ დაფრინავს ეგეთ ფეხბურთელზე?
Superman
03 აგვისტო 2022 12:20
7
ეს ჭიდაობა კი არ არის ერთ კაცს მოეგო თამაში, მოისწრაფიშვილი საკმაოდ ახალგაზრდა და ნიჭიერია, თან მუშაობა არ ეზარება და გაზრდის პერსპექტივა აქვს. ტყუილად კი არ იყიდა ბათუმმა
grisha
03 აგვისტო 2022 12:53
2
Sasaciloa satirali rom ar ikos...tbilisis dinamo tavis tavs uchalichebs da sacodaoba is aris am cirks bolo rom ar uchans...
Givi
03 აგვისტო 2022 11:57
1
ჭიაბერ, ამისთანა ვინ მოგყავს ესენი რომ გაუშვი? შენ მგონი ფიფიას გადააჭარბებ
გურჯი
03 აგვისტო 2022 11:54
2
მე სამტრედიაში და ეს ბათუმში უნდა თამაშობდეს? :((
მელქისედეკ ცვალე
03 აგვისტო 2022 11:45
4
ბრავო, რა მაგარი კომენტარია
არსაკიძე
03 აგვისტო 2022 12:08
3
მართლა რა ხდება, აზაროვი როგორ აჩუქეს და ახლა ეს
მეკობრე
03 აგვისტო 2022 11:36
2

სიახლეები პოპულარული