მოგეხსენებათ, დედაქალაქური კლუბის პრეზიდენტმა რომან ფიფიამ რამდენიმე კვირის წინ "დინამოს" გაყიდვის ამბავი დაადასტურა და თქვა, რომ მოლაპარაკებას ინვესტორებთან აწარმოებდა.
Geo Team-ის ცნობით, Alagoz Holding-ს სპორტთან მჭიდრო კავშირი აქვს. კომპანია მომავალ წელს კლუბ "ანკარგიუჯიუს" გენერალური სპონსორი იქნება, რომელსაც სასპონსორო სახით 10 მილიონ ევროს მისცემს.
ეს კომპანია ასევე "ფენერბაჰჩეს" საფეხბურთო და საკალათბურთო გუნდის ერთ-ერთი გენერალური სპონსორია და თურქეთში უნივერსიტეტების, კლინიკების და გამაჯანსაღებელი ცენტრების მშენებლობაში იღებს მონაწილეობას.