Geo Team: თბილისის "დინამოს" "ფენერბაჰჩეს" გენერალური სპონსორი ყიდულობს? - რა კომპანიაა Alagoz Holding-ი და რას საქმიანობს ის სპორტში

AutoSharing Option
Geo Team-ის ინფორმაციით, თბილისის "დინამოს" ყიდვით თურქული კომპანია Alagoz Holding-ია დაინტერესებული.

მოგეხსენებათ, დედაქალაქური კლუბის პრეზიდენტმა რომან ფიფიამ რამდენიმე კვირის წინ "დინამოს" გაყიდვის ამბავი დაადასტურა და თქვა, რომ მოლაპარაკებას ინვესტორებთან აწარმოებდა.

Geo Team-ის ცნობით, Alagoz Holding-ს სპორტთან მჭიდრო კავშირი აქვს. კომპანია მომავალ წელს კლუბ "ანკარგიუჯიუს" გენერალური სპონსორი იქნება, რომელსაც სასპონსორო სახით 10 მილიონ ევროს მისცემს.

ეს კომპანია ასევე "ფენერბაჰჩეს" საფეხბურთო და საკალათბურთო გუნდის ერთ-ერთი გენერალური სპონსორია და თურქეთში უნივერსიტეტების, კლინიკების და გამაჯანსაღებელი ცენტრების მშენებლობაში იღებს მონაწილეობას.
მკითხველის კომენტარები / 44 /
დააბრუნეთ ჩხეტიანი და დაიწყება დინამოსნდიდებული ხანა
arveladze
11 აგვისტო 2022 21:29
0
პროფისონალები თავიანთ საქმეში ფინანსისტები, ფეხბურთის მცოდნეები, კარგი ექიმები,რაც ჩვენ კლუბებში ძალიან იშვიათობაა,კლუბებში უნდა ხდებოდეს ყოველდრიური მსჯელობა თუ რა კლუბი უნდათ რო ყავდეთ,სელექციონერებთან კარგ აგენტებთან უნდა ქონდეთ კლუბებს ურთიერთობა, ფეხბურთელების ჯერ ადგილობრივ ბაზარზე უნდა ხდებოდეს მათი მოძებნე, შემდეგ ლეგიონერებზე უნდა მუშაობდნენ, კარგი ქართველი და კარგი ლეგიონერი შედეგს აუცილებლად დადებენ, ამათი შერწყმა უნდა ხდებოდეს,ეროვნულ ჩემპიონატში კერძო ბიზნესი უნდა წახალისდეს სახელმწიფოს მხრიდან, ფულის ჩადების მიზნით,სხვანაირად სულ ცოტა ხანში სან მარინოს კლუბები მოუგებენ დინამოსაც და სხვა ქართულ კლუბებს,მოკლედ ბენიოს- ნაირი ლეგიონერი ჩვენ ჩემპიონატში არ უნდა თამაშობდეს ვითუმეტეს დინამოში.
qomagi
10 აგვისტო 2022 14:20
0
ბენიოს და მისნაირი ლეგიონერების "კლასი" ფარერებთან მარცხის დროს გამოჩნდა კარგად, მაგრამ კიდევ ლამის სამი წელი ათამაშეს, როცა შეიძლებოდა პერსპექტიული ქართველი ფეხბურტელებით ჩაენაცვლებინათ, [აღარაფერს ვამბობ საშვალო დონის ლეგიონერების ჩამოყვანაზე} აქედან სჩანს როგორ ფეხებზე ეკიდათ დინამოს განვითარება წინ სვლა
ალეკო
11 აგვისტო 2022 10:53
0
ნუთუ საქართველოში არ მოიძებნა ვინმე ვინც დინამოს ააღორძინებდა???იცით რაშია უბედურება?ვინც ფულიანია არავის სპორტი არ აინტერესებს,ფეხებზე ჰკიდიათ ფეხბურთიც.ანტიბიძინისტი არა ვარ მაგრამ ხომ შეეძლო ბიძინას ეყიდა დინამო და აეღორძინებინა???მოსახლეობაშიც უფრო პოპულარული გახდებოდა,მაგრამ არ აინტერესებს ამ კაცს სპორტი და რა გინდა ქნა???ასე იყო სააკაშვილიც,აზრზე არ იყო საით მირბოდა ფეხბურთი,რახილი იყო.არადა თუ გინდა ხალხის გული მოიგო,უნდა ააღორძინო ქართული ფეხბურთი,ეს ფულიანები კი სათოფეზე არ ეკარებიან ფეხბურთს.მართალი ყოფილა პუტინი,რომ აიძულა ყველა მილიარდერი და ყველას აყიდვინა საფეხბურთო გუნდები.სხვანაირად აზიან ესენი თავიანთ ფულებს კრუხებივით და დებენ მხოლოდ 1000 %-თ მოგებაგარანტირებულ საქმეებში.პატრიოტობა კი სულ სხვა რამეა.
mera
09 აგვისტო 2022 12:07
1
თავიდანვე დიდი შეცდომა იქნა დაშვებული დინამო რომ ფიფიას ერგო, თუ თურქების მფლობელობაშიო გადავა კიდევ უარესი შეცდომა იქნება
aleksandre
09 აგვისტო 2022 10:45
0
არ მინდა ,,ანკარაგიუჯუს,, ფარმ კლუბი გახდეს ,,დინამო,,.
100%
09 აგვისტო 2022 07:22
0
კიდევ კარგი რომ რუსებს არ მიყიდა! როგორც სხვა ობიექტებია მიყიდული.
დავით 67
08 აგვისტო 2022 22:43
13
კაპიტან გარდენბურგი-ს! შენ შეიძლება ხარ სამარცხვინო, მე არ ვთვლი ჩემს თავს სამარცხვინოდ! სამარცხინო არის როდესაც კლაკსვიკთან აგებ 6-1-ს და ამდენი წლების მანძილზე ერთხელაც რომ ვერ შეძლო გუნდმა პროგრამა მინიმუმის გადალახვა და არა მფლობელი ვინ იქნება. გაიგე? ის რომ რუსმა არ იყიდა ეს კარგია იმ გაგებით, რომ დღეს სადაც რუსი ფეხს დაადგამს იქიდან აღარ მიდის!ისე თურქეთზე უფრო მეტად რუსია დღეს მტერი. ვიმეორებ დღეს
დავით 67
10 აგვისტო 2022 00:35
1
თურქი რა უკეთესი ხომ არ გგონია?
ალეკსანდრე
09 აგვისტო 2022 10:30
1
ყველა გამოხმაურება
ანკარაგიუჯუა თუ 10 მილიონი უნდა მისცეს, დინამოს მისცემს 5 მილიონს და ამის იმედზე ვართ?
ზურა
08 აგვისტო 2022 20:43
1
კახი ჯორდანია! ფინანსებიც აქვს, თემაც იცის და მამით და ბაბუით ფეხბურთელია, ახალგაზრდა და ჯიგარი ადამიანი.
დათო
08 აგვისტო 2022 19:25
9
ჩემი პენსიიდან ყოველ თვე შემიძლია 20 ლარის დადება, განა იმხელა ფული სჭირდება ქართული ფეხბურთის სიმბოლოს, რომ 1,5 მილიონიანმა ქალაქმა ვერ შევინახოთ? გამოვაცხადოთ თბილისის დინამო თბილისის სახალხო გუნდად, შევქმნათ დინამოს ფონდი და შევინახოთ გუნდი. მაგალითი გვაქვს ჭიათურიდან, ღატაკმა ჭიათურამ გადაწყვიტა ქალაქის ცენტრში ეკლესიის აშენება, შექმნეს ფონდი და ყველა ხელფასის და სხვა შემოსავლის მიმღები ყოველთვიურად 5 ლარს რიცხავდა ფონდში. ამგვარად ისეთი დიდებული ტაძარი ააგეს ბოლო ათწლეულებში აგებული ტაძრების ხუთეულში შედის. თბილისს და თბილისელებს რატომ არ შეუძლიათ ერთი სიმბოლოს შენახვა?
ჟორა გაბრიჭიძე
08 აგვისტო 2022 19:23
10
ნამდვილად არ მინდა ჩემი ხელფასი ვიღაცა მოთამაშის ჯიბეში წავიდეს ვისაც ბურთის გორავის მეტი არაფერი უკეთებია და ჩემით მილიონები იშოვოს პირიქით რა მილიონებიც მიდის ჩვენი ჯიბეებიდან მაგაზეც კი წინააღმდეგი ვარ მირჩევნია მედიცინაში დაიხარჯოს ან ვერტმფრენებში ეგ ფული ვიდრე “გართობაში”
ბაჩო
08 აგვისტო 2022 20:18
16
ვეთანხმები თქვენს გულისძახილს და ვიზიარებ,უბრალოდ იმედი არ მაქვს,ვინ უნდა შეაგროვოს საკმარისი თანხა მხოლოდ ფანკლუბი დადის დინამოს თამაშებზე
qomagi
08 აგვისტო 2022 20:05
0
კლუბი არის რომან ფიფიას საკუᲗრება,ასე,რომ ვისც უნდა და.ვინც მეტს გადაიხდის იმას მიჰყიდის,ახლა ბიზნესია ან Თურქი იყიდის ან Ჩინელი ან არაბი და.ასე Შემდეგ,მᲗავარია კლუბი გაᲫლიერდეს და ინვესტიციები Ჩაიდოს.
გოჩა
08 აგვისტო 2022 19:19
8
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული