მოგეხსენებათ, დედაქალაქური კლუბის პრეზიდენტმა რომან ფიფიამ რამდენიმე კვირის წინ "დინამოს" გაყიდვის ამბავი დაადასტურა და თქვა, რომ მოლაპარაკებას ინვესტორებთან აწარმოებდა.
Geo Team-ის ცნობით, Alagoz Holding-ს სპორტთან მჭიდრო კავშირი აქვს. კომპანია მომავალ წელს კლუბ "ანკარგიუჯიუს" გენერალური სპონსორი იქნება, რომელსაც სასპონსორო სახით 10 მილიონ ევროს მისცემს.
ეს კომპანია ასევე "ფენერბაჰჩეს" საფეხბურთო და საკალათბურთო გუნდის ერთ-ერთი გენერალური სპონსორია და თურქეთში უნივერსიტეტების, კლინიკების და გამაჯანსაღებელი ცენტრების მშენებლობაში იღებს მონაწილეობას.
გამოცდილი კომპანიაა და სერიოზული ბიზნესის მფლობელია.
იცის სპორტი და ფეხბურთთან უშუალო და წარმატებული თანამშრომლობა აკავშირებს.
მიუხედავად იმისა რო ბათუმის გულშემატკივარი ვარ ძალიან გამახარებს ქართული კლუბებისა და მითუმეტეს თბილისის დინამოს წარმატება!
რა მნიშვნელობა აქვს თურქული კომპანია იყიდის, ჩინური, ყაზახური თუ გერმანული?? მნიშვნელოვანია რომ გუნდში ჩაიდეს ინვესტიცია (სწორად ჩაიდოს) და იმ მაშტაბით ჩაიდოს რომ შედეგი გვქონდეს.
ფიფიას თუ ქონდა დინამო იმიტომ არ ვაგინებდით ყოველი ევროსეზონის დაწყების თუ დამთავრების დრო?? და არ ვითხოვდით რომ გაეყიდა??
შედეგია მთავარი???
ვინც გინდა იმან იყოდოს მნიშვნელოვანია შედეგი დაიდოს და მომგებიანი გახდეს ეს ბიზნესი და დინამოს ფონზე (ბათუმის იქნება თუ თბილისის არააქვს მნიშვნელობა) სხვა ინვესტორებსაც გაუჩნდეთ სურვილი საქართველოში აკეთონ ბიზნესი ამ მიმართულებით რაც ქართულ ფეხბურთს ნამდვილად სჭირდება და წაადგება
ბრიტანულ კლუბებს თუ ყიდულობენ თურქები და მილანი თუ იყიდეს დაერხათ ხომ ინგლისსა და იტალიაში?!
აღნიშნული კომპანია წარმოადგენს ერთ-ერთ ისეთ კომპანიას ვისაც შეუძლია და ძალუძს ამ ბისნესით ფულის შოვნა და მასთან ერთად ქართულ ფეხბურთში კარგი მაგალითის დანერგვა.
ეს კომპანია დინამოს ყიდულობს იმისთვის რომ მოგება ნახოს - კარგი ფეხბურთელების აღრდით და შემდეგ გაყიდვით, ამის მისაღწევად კი კლუბი იმ დონეზე უნდა აიყვანოს რომ მინიმუმ ევროტურნირი ითამაშოს სტაბილურად, რაც ყველა დინამოს გულშემატკივრის დიდი ხნის სურვილია.
როგორც ცანს ვერც ერთი ქართველი ბიზნესმენი ამ პასუხისმგებლობას ვერ უმკლავდება და იქოს თურქული კომპანია რა პრობლემაა???