მოგეხსენებათ, დედაქალაქური კლუბის პრეზიდენტმა რომან ფიფიამ რამდენიმე კვირის წინ "დინამოს" გაყიდვის ამბავი დაადასტურა და თქვა, რომ მოლაპარაკებას ინვესტორებთან აწარმოებდა.
Geo Team-ის ცნობით, Alagoz Holding-ს სპორტთან მჭიდრო კავშირი აქვს. კომპანია მომავალ წელს კლუბ "ანკარგიუჯიუს" გენერალური სპონსორი იქნება, რომელსაც სასპონსორო სახით 10 მილიონ ევროს მისცემს.
ეს კომპანია ასევე "ფენერბაჰჩეს" საფეხბურთო და საკალათბურთო გუნდის ერთ-ერთი გენერალური სპონსორია და თურქეთში უნივერსიტეტების, კლინიკების და გამაჯანსაღებელი ცენტრების მშენებლობაში იღებს მონაწილეობას.
გამოცდილი კომპანიაა და სერიოზული ბიზნესის მფლობელია.
იცის სპორტი და ფეხბურთთან უშუალო და წარმატებული თანამშრომლობა აკავშირებს.
მიუხედავად იმისა რო ბათუმის გულშემატკივარი ვარ ძალიან გამახარებს ქართული კლუბებისა და მითუმეტეს თბილისის დინამოს წარმატება!