"ტორპედო" 19 წლის კამერუნელი თავდამსხმელით გაძლიერდა

AutoSharing Option
19 წლის კამერუნელი თავდამსხმელი დანიელ ბარელ ტუეტო ფოტსო "ტორპედოს" ფეხბურთელი გახდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისური კლუბი "ფეისბუქის" გვერდით ავრცელებს:

"დანიელ ბარელ ტუეტო ფოტსო "ტორპედოს" ფეხბურთელია! 19 წლის კამერუნელმა ფორვარდმა კლუბთან კონტრაქტი უკვე გააფორმა.

მიუხედავად ასაკისა დანიელს, როგორც საკლუბო ასევე სანაკრებო დონეზეც კარგი გამოცდილება აქვს. "ტორპედოს" ახალწვეული კამერუნის 17-წლამდელთა, ხოლო დღეს 23-წლამდელთა ნაკრების წევრია.

კლუბში გადმოსვლამდე დანიელ ბარელ ტუეტო ფოსტო ზაგრების "დინამოს" 19-წლამდელთა კლუბის წევრი იყო. დანიელმა 2021/22 წლის სეზონში 17 ჩატარებულ შეხვედრაში 23 გოლის გატანა მოახერხა.

წარმატებებს ვუსურვებთ დანიელს
ტორპედოს დიდ ოჯახში!"

მკითხველის კომენტარები / 12 /
ტორპედო,თბილისის და ბათუმის დინამოები უნდა იყვნენ ჩვენი საკლუბო ფეხბურთის გამწევი ევროპაში,ეს სამი გუნდი შედეგებს უნდა დებდნენ სხანაირად არ გამოვა არაფერი.
qomagi
17:53 13-08-2022
0
მე ჩემი ბათუმის მთელ თავდასხმის ხაზს ეს ერთი მირჩევნია,ირბენს მაინც))
გიუშა
16:19 13-08-2022
0

სიახლეები პოპულარული