19 წლის კამერუნელი თავდამსხმელი დანიელ ბარელ ტუეტო ფოტსო "ტორპედოს" ფეხბურთელი გახდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისური კლუბი "ფეისბუქის" გვერდით ავრცელებს:
"დანიელ ბარელ ტუეტო ფოტსო "ტორპედოს" ფეხბურთელია! 19 წლის კამერუნელმა ფორვარდმა კლუბთან კონტრაქტი უკვე გააფორმა.
მიუხედავად ასაკისა დანიელს, როგორც საკლუბო ასევე სანაკრებო დონეზეც კარგი გამოცდილება აქვს. "ტორპედოს" ახალწვეული კამერუნის 17-წლამდელთა, ხოლო დღეს 23-წლამდელთა ნაკრების წევრია.
კლუბში გადმოსვლამდე დანიელ ბარელ ტუეტო ფოსტო ზაგრების "დინამოს" 19-წლამდელთა კლუბის წევრი იყო. დანიელმა 2021/22 წლის სეზონში 17 ჩატარებულ შეხვედრაში 23 გოლის გატანა მოახერხა.
წარმატებებს ვუსურვებთ დანიელს
ტორპედოს დიდ ოჯახში!"