თბილისის "დინამომ" "სიონი" დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ეროვნული ლიგის 21-ე ტურში თბილისის „დინამომ“ საკუთარ მოედანზე „სიონი“ 3:1 დაამარცხა.

მასპინძლები დიდ ტერიტორიულ და სათამაშო უპირატესობას ფლობდნენ, პირველ ტაიმში სტუმრები ორჯერ ძელმა, სამჯერ კი მეკარე ისიანმა იხსნა. შესვენების შემდეგ შეცვლაზე შესული მოისწრაფიშვილის კუთხურიდან ჩახვეული ბურთი ისევ ისიანმა მოიგერია, ცოტა ხანში მან კიდევ ერთხელ გადაარჩინა თავისი გუნდი. 66-ე წუთზე კი მოისწრაფიშვილმა „დინამო“ დააწინაურა. თუმცა, ჭიაბრიშვილის გუნდის სიხარული ხანმოკლე აღმოჩნდა - საჯარიმოში ჩაწოდებულ ბურთზე ბექაურმა მეურვეს დაასწრო და სადებიუტო გოლით ანგარიში თავურით გაათანაბრა. „დინამომ“ ისევ დიდი ძალებით შეუტია, მუხლით კამარას დარტყმული
ბურთი ხარიხას მოხვდა, ხოლო შორიდან გაბედავამ კარვალიოსგან რიკოშეტით გაიტანა. მერე ლამაზი კომბინცია კამარამ დააგვირგვინა და მატჩის ბედიც გადაწყდა.

თბილისის „დინამო“ 41 ქულით მეორე ადგილზეა და 20 აგვისტოს „დილას“ უმასპინძლებს, 21 ქულით მერვე პოზიციაზე მყოფი „სიონი“ კი „სამგურალს“ მიიღებს.

თბილისი. „დინამო არენა“
დინამო (თბ) - სიონი 3:1
გოლები: 1:0 მოისწრაფიშვილი (65), 1:1 ბექაური (70), 2:1 გაბედავა (77), 3:1 კამარა (82)

მკითხველის კომენტარები / 5 /
ჭია ჯობია სამომავლოდ სასტარტოში დააყენო კამარა გაბედავა სხირტლაძე, გულშემატკივარი ვინც დადის დაგცინიქნ და ამბობენ სასტარტო შემადგენლობას აყენებს არა მთავარი მწვრთნელი არამედ ზაზა დოლიძე, ცოტა მოდი გონს თორემ შენც ისე მოგიშორებს ფიფია როგორც 22 მწვრთნელი ოთხი წლის განმავლობაში, თუ თამაშის მოგება და ჩემპიონობა გინდა და არის ამის შანსი
დინამო
18:47 14-08-2022
0
მერე არ დადის მაყურებელი იტყვიან და კარგად შველიან თქვენი საღადაო თქვენ გყავდეთ ლამის მალტას გაგვასწრო
Mamuka
11:47 14-08-2022
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული