აუტსაიდერების მატჩში "გაგრამ" იმარჯვა

AutoSharing Option
ეროვნული ლიგის 21-ე ტურში „გაგრამ“ „ლოკომოტივი“ 2:0 დაამარცხა.

ანგარიში დებიუტში თეიმურაზ შონიამ გახსნა, რომელმაც თავისი ყოფილი გუნდის კარში გატანილი გოლი არ აღნიშნა, მეორედ კი მეტოქის კარი ოთარ ფარულავამ დალაშქრა. მასპინძლებს ანგარიშის შემცირება შეეძლოთ, მაგრამ მოწოდების სიმაღლეზე იდგა სტუმართა მეკარე ნიკა ქავთარაძე.

„გაგრა“ 22 ქულით მერვე ადგილზეა, „ლოკომოტივი“ კი 3 ქულით - აუტსაიდერი.

21 აგვისტოს „ლოკომოტივი“ ქუთაისში „ტორპედოს“, ხოლო „გაგრა“ თბილისში „თელავს“ შეხვდება.

საგურამო. „ლოკო-საგურამო“
ლოკომოტივი - გაგრა 0:2
გოლები: 0:1 შონია (4), 0:2 ფარულავა (41)

მკითხველის კომენტარები / 1 /
გაგრას ვულოცავ გამარჯვებას იგრძნობოდა სურვილი გამარჯვების ყველა ფეხბურთელმა მაქსიმუმი გააკეთეს გამარჯვებაში განსაკუთრებით კარგად ითამაშა მეკარემ ფარულავამ და ბუხაიძემ
ბაჩო
08:08 15-08-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული