ზიმბაბვეს ნაკრების მცველი "საბურთალოში" ითამაშებს

AutoSharing Option
ზიმბაბვეს ნაკრების მცველი ალეკ მუდიმუ "საბურთალოს" ფეხბურთელი გახდა, - ამის შესახებ ინფორმაციას კლუბი საიტით ავრცელებს:

"ზიმბამბველი ცენტრალური მცველი ალეკ მუდიმუ დედაქალაქურ “საბურთალოში” ითამაშებს – 27 წლის ფეხბურთელი უკვე რამდენიმე დღეა თბილისურ კლუბში იმყოფება და გუნდთან ერთად ვარჯიშობს.

მუდიმუ 2021 წელს ქუთაისის “ტორპედოში” თამაშობდა, რომლის შემადგენლობაში 12 მატჩი ჩაატარა. იმერულ კლუბამდე ცენტრალური მცველი თურქულ”ანკარასფორის” ღირსებას იცავდა, მანამდე კი მოლდოვურ “შერიფში” ასპარეზობდა.

ალეკ მუდიმუს ზიმბაბვეს ეროვნულ ნაკრებში 24 მატჩი აქვს ჩატარებული".

მკითხველის კომენტარები / 4 /
ამ აფრიკელებზე რა ჩაციკლულები ხართ? ქართველები დაილია საქართველოში? ფუი მართლა რა?
გია
21:07 23-08-2022
18
ვერანაირ აზრს ვერ ვხედავ ამ ტრანსფერის
beqa
20:19 23-08-2022
7

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული