ბათუმის "დინამო" აუტსაიდერთან მარცხს გადაურჩა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ეროვნული ლიგის 23-ე ტურში „ლოკომოტივი“ და ბათუმის „დინამო“ დაზავდნენ - 1:1.

სტუმრები დიდ ტერიტორიულ და სათამაშო უპირატესობას ფლობდნენ, თუმცა მასპინძლები შესვენების შემდეგ პენალტით ძებნიაურმა დააწინაურა. ამის შემდეგ „დინამომ“ ისევ დიდი ძალებით შეუტია და 86-ე წუთზე მამუჩაშვილის ჩაწოდებულ ბურთს ფანცულაიამ თავურით გოშაძის კარში მიუჩინა ადგილი. კომპენსირებულ დროში "ლოკოს" თავდამსხმელი მახარობლიძე მეკარე ალავიძესთან პირისპირ გავიდა, მაგრამ გატანა ვერ შეძლო და შეხვედრა ფრედ დასრულდა.

აჭარული გუნდი 54 ქულით ლიდერია, უახლოეს მდევარ თბილისის „დინამოს“ 7 ქულით უსწრებს და 1-ელ სექტემბერს „თელავს“ უმასპინძლებს, ხოლო 4
ქულით ბოლო ადგილზე მყოფი „ლოკომოტივი“ იმავე დღეს თბილისის "დინამოს" დაუპირისპირდება.

საგურამო. „ლოკო-საგურამო“
ლოკომოტივი - დინამო (ბთ) 1:1
გოლები: 1:0 ძებნიაური (52, პენ), 1:1 ფანცულაია (86)

მკითხველის კომენტარები / 9 /
დილასთან გაუმართლა ბათუმს, საბურთალოსთან იწვალა და ძლივს მოუგო, დღეს რაც ითამაშა დავინახეთ! ეს კობახიძე და აზასკი ვისი ნათესავები არიან უკლასო მცველები არიან ორივე! ფალავანდიშვილმა უაზროდ აიკიდა პენალტი, ბევრი ორთაბრძოლა წააგო და აშკარად სუსტია. სერიოზული ცვლილებები თუ არ მოხდა ბათუმი გაანიავებს უპირატესობას. ფაქტია დღეს აშკარა აუტსაიდერთან ძალიან სუსტად ითამაშეს. რავიცი ბერიძემ გავაძლიერებ კლუბსო და გაძლიერება თუ ვაწაძე ან ღუდუშაურია რომელმაც მიუხედავად ფაფხურისა შედეგიანად ვერ ითამაშა! მგონი სერიოზული ცვლილებია საჭირო ბათუმში!
zaza
21:07 27-08-2022
0
ბერიძეც ფიფიას გზას დაადგა!კარგად გამოსდის ტყუილები
გიორგი
22:34 27-08-2022
0

სიახლეები პოპულარული