სტუმრები დიდ ტერიტორიულ და სათამაშო უპირატესობას ფლობდნენ, თუმცა მასპინძლები შესვენების შემდეგ პენალტით ძებნიაურმა დააწინაურა. ამის შემდეგ „დინამომ“ ისევ დიდი ძალებით შეუტია და 86-ე წუთზე მამუჩაშვილის ჩაწოდებულ ბურთს ფანცულაიამ თავურით გოშაძის კარში მიუჩინა ადგილი. კომპენსირებულ დროში "ლოკოს" თავდამსხმელი მახარობლიძე მეკარე ალავიძესთან პირისპირ გავიდა, მაგრამ გატანა ვერ შეძლო და შეხვედრა ფრედ დასრულდა.
აჭარული გუნდი 54 ქულით ლიდერია, უახლოეს მდევარ თბილისის „დინამოს“ 7 ქულით უსწრებს და 1-ელ სექტემბერს „თელავს“ უმასპინძლებს, ხოლო 4 ქულით ბოლო ადგილზე მყოფი „ლოკომოტივი“ იმავე დღეს თბილისის "დინამოს" დაუპირისპირდება.
საგურამო. „ლოკო-საგურამო“
ლოკომოტივი - დინამო (ბთ) 1:1
გოლები: 1:0 ძებნიაური (52, პენ), 1:1 ფანცულაია (86)
იშვიათი აფერისტია.
მაგრამ ეს ასეთი მოვლენები ხშირია. წაგების მიზეზი სინამდვილეში თვითონ ბათუმის თამაშია. ხარისხმა აშკარად მოიკლო. ცოტა გამოფხიზლდით ბათუმლებო თორემ ჩემპიონპბას მარტივად მიაკარგავთ.
აქ წერენ ბერიძემ ფეხბურთელები გაყიდაო. კი ბატონო მაგრამ კვარაცხელია შემთხვევითი (ბედნიერი)მოვლენა იყო და იცოდნენ რომ წავიდოდა. იგივეა დავითაშვილიც, აქ დიდხანს არ იქნება. ე.ი. გამოდის რომ აზაროვზე და გაფრინდაშვილზე (მე ძალიან მომწონდა, მაგრამ ძირითადში იშვიათად იყო) იყო დამოკიდებული ბათუმის დინამო?? კარგად გგქონიათ საქმე ორი კაცის შეცვლა თუ არ შეგიძლიათ.
კიდევ ერთხელ გეტყვით გამოფხიზლდით და ნორმალური თამაში დაიწყეთ თორემ 2017 წლის დინამო თბილისივით დაამთავრებთ. 9 ქულით უსწრებდა ტორპედოს, მაგრამ ჩემპიონობა მაინც დაკარგა.