ეროვნული ლიგის 25-ე ტურში ორი მატჩი გაიმართა.
თბილისის „დინამომ“ გასვლაზე „თელავს“ 2:1 სძლია. სამწუხაროდ, 31-ე წუთზე ტრავმა მიიღო დედაქალაქელთა მეკარე კერესელიძემ და შეცვალეს.
თბილისის „დინამომ“ ზედიზედ მეხუთე გამარჯვება მოიპოვა, 53 ქულით მეორე ადგილზეა და 10 სექტემბერს „სამგურალს“ უმასპინძლებს. „თელავი“ 28 ქულით მეშვიდე პოზიციაზე დარჩა და 9 სექტემბერს სტუმრად „დილას“ შეხვდება.
თელავი. „კავკასიონი არენა“
თელავი - დინამო (თბ) 1:2
გოლები: 0:1 იმრანი (5), 1:1 ქავთარაძე (45), 1:2 კირკიტაძე (70)
"საბურთალოსა" და "სიონის" შეხვედრა 1:1 დასრულდა. აღსანიშნავია, რომ გოლები კომპენსირებულ დროში გავიდა.
რუსთავი. „ტექნიკური ცენტრი“
საბურთალო - სიონი 1:1
გოლები: 1:0 ჯგერენაია (90+1), 1:1 დუმბია (90+5)
საბურთალო - სიონი 1:1
გოლები: 1:0 ჯგერენაია (90+1), 1:1 დუმბია (90+5)